დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიორგი თარგამაძე - სიცრუის დასასრული არ ნიშნავს სიმართლის დასაწყისს
ავტორი:
2013/ოქტომბერი/25 15:00:03
"სიცრუის დასასრული არ ნიშნავს სიმართლის დასაწყისს", - ამ განცხადებით მიმართა არჩევნებამდე 2 დღით ადრე ამომრჩეველს "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატმა, გიორგი თარგამაძემ "რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ვითარება, რომელიც იქმნება ქვეყანაში, სამწუხაროდ ნიშნავს ერთი ტიპის ავტორიტარული სისტემის დასასრულს, მაგრამ, ახალი ტიპის, ახალი ფორმისა და შინაარსის, ასევე ავტორიტარული ინსტიქტების მატარებელი ადამიანებისაგან ფორმირებადი საკმაოდ საშიში სისტემის ჩამოყალიბების დასაწყისს.
თარგამაძისვე განცხადებით, მისი მხარდაჭერა პირველ რიგში ნიშნავს საქართველოს ევროპული, დემოკრატიული გზის მხარდაჭერას.
"ეს ნიშნავს კონკრეტული პროგრამების, კონკრეტული ხედვის მხარდაჭერას. ეს ნიშნავს მცდელობას, რომ საზოგადოებამ არა მხოლოდ გაიგოს სიმართლე, არამედ ყავდეს მართალი ხელისუფალი. აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, რომ დღეს გვყავს პრეზიდენტი, რომელიც ჯერ არ წასულა და უკვე უკანა კარიდან შემოსვლით იმუქრება. ჩვენ "ნაცმოძრაობიდან" გვყავს კანდიდატი, რომელიც წლების განმავლობაში ქვეყნის მეორე პირი იყო თანამდებობრივად, სტატუსით და სრულად იზიარებს იმ პასუხისმგებლობებს დანაშაულებზე თუ შეცდომებზე რომელიც "ნაცმოძრაობას" ქონდა წლების განმავლობაში. ფაქტობრივად, ბაქრაძე წარმოადგენს ცხვრის ტყავში გახვეულ მგელს და "ნაცმოძრაობამ" იმდენიც კი არ სცადა, რომ ამ მგლის თავი მაინც გამოეცვალა მიხეილ სააკაშვილის სახით. რეალურად, ჩვენ ვიღებთ არჩევანს ორ ექსტრემისტულ პოლიტიკურ მიდგომას შორის. ორივე მიდგომა ხასიათდება თავისი ავტორიტარული ნიშნებით და თუ ჩვენ გვინდა, რომ ამ საპრეზიდენტო არჩევნების მეშვეობითაც უარი ვთქვათ საქართველოში ექსტრემისტულ პოლიტიკაზე, თუ ჩვენ გვსურს ავტორიტარული სისტემა წარსულს ჩავაბაროთ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა ადამიანს, ჩვენს მხარდამჭერებს, მათ, ვისაც ჯერ კიდევ გადაწყვეტიელბა არ ჩამოუყალიბებია მხარი დაგვიჭიროს ჩვენ და იაქტიუროს 27 ოქტომბერს", - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1032
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია