დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით ონოფრიშვილი – "საქართველოს განვითარების ბანკი" არანაირი ნიშნით კომერციული ბანკი არ არის
ავტორი:
2014/აპრილი/24 19:00:02
სახელმწიფო განვითარების ბანკი ძალიან ბევრ ქვეყანაში არსებობს და არანაირი ნიშნით კომერციული ბანკი არ არის, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პარლამენტი ს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით ონოფრიშვილმა მთავრობის საკანონმდებლო პაკეტის კომენტირებისას განუცხადა.
პარლამენტს დღეს წარედგინა მთავრობის ინიციატივა, რომელიც "საპარტნიორი ფონდის" რეორგანიზაციის შედეგად, სააქციო საზოგადოება – "საქართველოს განვითარების ბანკის" შექმნას ითვალისწინებს. იმავდიულად, მთავრობამ პარლამენტიდან გაიტანა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც "საპარტნიორი ფონდის" "საქართველოს სუვერენულ ფონდად" გარდაქმნას ითვალისწინებდა.
"ეს ორივე კანონპროექტი დამუშავებულია მთავრობაში. როგორც ჩემთვის ცნობილია და ლოგიკურიც არის, მთავრობამ საჭიროდ მიიჩნია, რომ ფონდის ნაცვლად, განვითარების ბანკი შეიქმნას. ეს უფრო სწორია. ასეთი ტიპის ორგანიზაციების შექმნას მსოფლიო პრაქტიკა ითვალისწინებს. საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე, ადვილი იქნება ჩვენთვისაც სამართავად და უცხოელებისთვისაც გასაგებად, თუ რას გააკეთებს "საქართველოს განვითარების ბანკი". ასეთი ბანკი ბევრ ქვეყანაში არსებობს, რომლის მეშვეობით დაბალპროცენტიანი სესხები გაიცემა სახელმწიფოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსების ან რეფინანსირების მიზნით, ისეთი სექტორების განვითარებისათვის, რომელსაც ჩვეულებრივი კომერციული ბანკები არ დააფინანსებენ", – განუცხადა "ინტერპრესნიუსს" დავით ონოფრიშვილმა.
კანონპროექტის თანახმად, "საქართველოს განვითარების ბანკი" უფლებამოსილი იქნება, განახორციელოს სესხების გაცემა კომერციული ბანკის მეშვეობით, გარანტიების გაცემა, დაზღვევის ოპერაციები, ობლიგაციების გამოშვება, ასევე საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობა. ამასთან, განვითარების ბანკს ეკრძალება დეპოზიტების მიღება და ანგარიშსწორების მომსახურების განხორციელება.






წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1046
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია