დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია
ავტორი:
2013/ნოემბერი/01 17:30:03
პარლამენტმა 97 ხმით "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.
კენჭისყრის პროცედურის შედეგების გამოცხადებისას პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ თუკი მიხეილ სააკაშვილი ბოლო ერთ კვირაში რომელიმე კანონპროექტს ვეტოს არ დაადებს, ეს მისი ბოლო ვეტო იქნება.
პარლამენტმა მოსამართლეების უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები დღევანდელ სესიაზე განიხილა. პრეზიდენტისთვის მიუღებელი აღმოჩნდა კანონპროექტის ის ნორმა, რომლის თანახმად, მოსამართლეები უვადოდ დანიშვნამდე, სამწლიან გამოსაცდელ ვადას გაივლიან, რაც მისი შეფასებით, სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობას ხელყოფს.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1219
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია