დაისვენე კურორტ ახალდაბაში
"სოლიდარობის ფონდის" პრეზენტაცია სპორტის სამინისტროში გამართა
ავტორი:
2014/აგვისტო/05 15:30:02
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში "სოლიდარობის ფონდის" პრეზენტაცია გამართა.
ფონდის მიზნების შესახებ უწყების თანამშრომელთა ინფორმირება მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძემ და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მარიამ ჯაშმა მოახდინეს.
"ფონდის ძირითადი მიზანია ინოვაციური დაფინანსების მეთოდით ანუ ნებაყოფლობით, დავეხმაროთ ონკოლოგიურ პაციენტებს და განსაკუთრებით ბავშვებს, რომლებსაც არ აქვთ ძვირადღირებული მედიკამენტებისა და საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება. ამ ფონდის არსებობა ესაა ერთიანი, სოლიდარული საზოგადოების ჩამოყალიბების ძალიან კარგი მეთოდი. დიდი იმედი გვაქვს, რომ საჯარო სექტორის გარდა აქტიურად შემოგვიერთდება კერძო სექტორიც", - განუცხადა ჟურნალისტებს ნინო კობახიძემ.
მისივე ინფორმაციით, ფონდში შენატანის გაკეთების სურვილი უკვე 12 ათასზე მეტმა საჯარო მოხელემ გამოთქვა.
"შენატანის საშუალო მოცულობა 4-5 ლარია. ყოველთვიურად რომ დაახლოებით 4 მილიონი ლარის მოგროვება შევძლოთ, საქართველოში ეს პრობლემა სამუდამოდ იქნება მოხსნილი", - აღნიშნა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ.
რაც შეეხება უშუალოდ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, მინისტრ ლევან ყიფიანის განცხადებით, უწყების თანამშრომლები ინიციატივას უკვე გამოეხმაურნენ და ფონდის დახმარების სურვილი სამინისტოს 120 თანამშრომლიდან 80-ზე მეტმა უკვე გამოთქვა.
ფონდის პრეზენტაცია აგვისტოს განმავლობაში ყველა საჯარო უწყებაში მოხდება.
"სოლიდარობის ფონდი" ერთი თვის წინ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1018
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია