დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ამირან გიგუაშვილი - გიგი უგულავას სავარაუდოდ, სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლებენ
ავტორი:
2014/ივლისი/04 10:30:02
პოლიტიკისა და სამართლის ცენტრის თავმჯდომარის, ადვოკატ ამირან გიგუაშვილის აზრით, დედაქალაქის უფლებაშეჩერებული მერს , გიგი უგულავას, სავარაუდოდ, სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლებენ.
"ძნელად წარმოსადგენია, რომ ამ შემთხვევაში სასამართლომ განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღოს და გიგი უგულავას მიმართ პატიმრობა გამოიყენოს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა შეუფარდოს მხოლოდ იმ შეთხვევაში, როდესაც შეუძლებელია სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენება", - განაცხადა გიგუაშვილმა.
მისივე თქმით, მაშინ, როდესაც გიგი უგულავას მიმართ სხვა არანაკლებ მძიმე ბრალდებებისათვის არასაპატიმრო ღონისძიებები იქნა გამოყენებული, ლოგიკურად შეუძლებელია, ამჯერად რამე რადიკალურად შეიცვალოს და გამონაკლისი მოხდება თუ გამოძიებამ სასამართლოს უტყუარი მტკიცებულებები წარუდგინა, რომ გიგი უგულავა მიიმალება, ან ახალ დანაშაულს ჩაიდენს და ხელს შეუშლის მტკიცებულებების მოპოვებას.
"ის არგუმენტი, რომ გიგი უგულავა აეროპორტში იქნა დაკავებული არა მგონია სასამართლომ საკმარის მტკიცებად ჩათვალოს მიმალვის საფრთხისათვის, რადგან გიგი უგულავა ლეგალურად და საჯაროდ, კონკრეტული მიზნებისთვის ტოვებდა ქვეყანას და, მისი განცხადებით, ასევე ლეგალურად აპირებდა უკან დაბრუნებას. საფრანგეთის ექსპრეზიდენტი სარკოზიც კი დააკავა გამოძიებამ დაკითხვის მიზნით. გამოძიებას შესაძლოა, გარკვეული ფორმალური საფუძველი ჰქონდა კიდეც უგულავას დაკავებისთვის, რადგან მეორე დღეს საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად იბარებდნენ, ის კი ქვეყნიდან მიემგზავრებოდა, მაგრამ საბოლოო სიტყვა სასამართლოს ეკუთვნის. გარდა ამისა, სწორედ სამართლიანობის დამკვიდრებისათვის არის უკეთესი, რომ ყოფილი ჩინოსნების და პოლიტიკური ლიდერების მიმართ რაც შეიძლება მაღალი სტანდარტის უდანაშაულობის პრეზუმფცია დაწესდეს და ისინი მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობისას იქნენ დაკავებულები. წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველთვის იქნება სპეკულაციები მათ მიმართ წარმოებული სისხლის სამართლებრივი დევნის პოლიტიკურ მოტივებთან დაკავშირებით", - აცხადებს ამირან გიგუაშვილი.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 969
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია