დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ამერიკელი კონგრესმენი - საქართველოში არჩევნების წარმატებით ჩატარება დემოკრატიის სიმწიფეზე მიუთითებს
ავტორი:
2013/ნოემბერი/01 12:30:03
აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის პლენარულ სხდომაზე საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები პოზიტიურად შეაფასეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დემოკრატმა კონგრესმენმა უილიამ კიტინგმა წარმომადგენლობითი პალატის პლენარულ სხდომაზე 27 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, არჩევნების წარმატებით ჩატარება და ამის შემდგომ, ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემა საქართველოში დემოკრატიის სიმწიფეზე მიუთითებს.
"საერთაშორისო დამკვირვებლებმა, მათ შორის ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ეს არჩევნები შეაფასეს, როგორც "პოზიტიური და გამჭვირვალე" და აღნიშნეს, რომ გამოხატვის, გადაადგილებისა და შეკრების თავისუფლება იყო დაცული და რომ კანდიდატებს წინასაარჩევნო კამპანიის შეუზღუდავად წარმართვის შესაძლებლობა ჰქონდათ. ამ არჩევნების წარმატებით ჩატარება და ამის შემდგომ, ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემა საქართველოში დემოკრატიის სიმწიფეზე მიუთითებს. ეს საგულისხმო ნიშანია, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველო მართლაც მზადაა ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირებისთვის "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტის ფარგლებში, რომელიც ვილნიუსში 28-29 ნოემბერს გაიმართება. ასოცირების შესახებ შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, საქართველოს მოქალაქეებს ახალ ინსტრუმენტებსა და სტიმულირების ახალ ღონისძიებებს სთავაზობს, რომლებიც დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასა და კანონის უზენაესობის განმტკიცებას ემსახურება", - განაცხადა ამერიკელმა კონგრესმენმა.
მან გიორგი მარგველაშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
"ვულოცავ გიორგი მარგველაშვილს გამარჯვებას არჩევნებში და მოვუწოდებ პოლიტიკურ პარტიებს ითანამშრომლონ საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესების სასიკეთოდ", -აღნიშნა წარმომადგენლობითი პალატის პლენარულ სხდომაზე უილიამ კიტინგმა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1093
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია