დაისვენე კურორტ ახალდაბაში
რუსთავში ჟიული შარტავას იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება
ავტორი:
2014/მარტი/07 10:00:02
რუსთავში დღეს, საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას 70 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება.
რუსთავის #4-ე საჯარო სკოლაში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის სამლოცველოში, 10:00 საათზე ჟიული შარტავას სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდიან, შემდეგ კი მისივე სახელობის სკოლაში მუზეუმი გაიხსნება.
12:00 საათზე ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, ქვემო ქართლის გუბერნატორი გიორგი მღებრიშვილი და რუსთავის მერი დავით ჯიქია რუსთავში ჟიული შარტავას მემორიალს ყვავილებით შეამკობენ.
ჟიული შარტავას 70 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, რუსთავში სხვასხვა ღონისძიებები იმართება, რომელსაც მხარისა და ქალაქის ხელძღვანელი პირები, ჟიული შარტავას ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებიან. ღონისძიებების ორგანიზატორი ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია და რუსთავის მერიაა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1103
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია