დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
აკაკი ბობოხიძე - გთხოვთ, ბატონო პრემიერო, აღკვეთოთ ის, რასაც თქვენ გუშინ დაუდეთ სათავე
ავტორი:
2017/დეკემბერი/22 01:00:01
../photo/2015_02/0-1MARTI-2015/boboxidze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/470008-akaki-bobokhidze-gthkhovth-batono-premiero-aghkvethoth-is-rasac-thqven-gushin-daudeth-sathave.html", "headline": "აკაკი ბობოხიძე - გთხოვთ, ბატონო პრემიერო, აღკვეთოთ ის, რასაც თქვენ გუშინ დაუდეთ სათავე", "datePublished": "2017-12-21 21:11:01", "dateModified": "2017-12-21 21:11:01", "description": "დღეს ზუგდიდის მერმა, ქალბატონ დეპუტატს მიმართა ასე - „კაცი რომ იყოთ გაგინებდით“, გთხოვთ ბატონო პრემი...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-1MARTI-2015/boboxidze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } დღეს ზუგდიდის მერმა, ქალბატონ დეპუტატს მიმართა ასე - „კაცი რომ იყოთ გაგინებდით“, გთხოვთ ბატონო პრემიერო, აღკვეთოთ ის, რასაც თქვენ გუშინ დაუდეთ სათავე, - ასე მიმართა საპარლამენტო უმცირესობის დეპურტატმა აკაკი ბობოხიძემ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს.

ბობოხიძემ გიორგი კვრიკაშვილსა და ნიკა მელიას შორის მომხდარი ინციდენტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ასეთი ქმედებები ქვეყნაზე ცუდად მოქმედებს. ბობოხიძემ მისი მონაწილეობთ მომხდარი ინციდენტებიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ მისი ქცევაც მოქმედებს ქვეყანაზე, მაგრამ არა ისე, როგორც პრემიერ-მინისტრის.

„რა თქმა უნდა მოიძებნება ადამიანები, ვინც შეგაქებთ გუშინდელი საქციელის შემდეგ, ასევე მოძებნება ადამიანი, ვინც თავის დროზე შემაქო მე იმისთვის, რაც თავის დროზე გავაკეთე. გარწმუნებთ, არც თქვენი და არც ჩემი საქციელი არ იყო მოსაწონი. ოღონდ მაინც ერთ განსხვავებას მივაქცევ თქვენს ყურადღებას. მე შეცდომას დავუშვებ თუ არა, ეს ქვეყანაზე მოქმედებს, მაგრამ ძალიან მცირედად. მაგრამ თქვენ შეცდომას დაუშვებთ თუ არა ეს ძალიან სახიფათო შეიძლება იყოს ქვეყნისთვის. მე გთხოვთ ბატონო პრემიერო, აღკვეთოთ ის, რასაც თქვენ გუშინ დაუდეთ სათავე. დღეს ზუგდიდის მერმა, ქალბატონ დეპუტატს მიმართა ასე - „კაცი რომ იყოთ გაგინებდი“. ვინ ვის აგინებდა ეგ კიდევ საკითხავია, მაგრამ ზოგადად ფორმა არ არის სწორი. დღეს თქვენმა აქტიურმა მომხრემ დათო ოქიტაშვილმა, წყალი შეასხა ქალბატონს. ეს კიდევ საოცარი სიტყვაა, „ქართული ოცნებისგან“ დამკვიდრებული. ერთხელ, როდესაც ოპოზიციონერის გამოსვლას, მაღალი ხელისუფლების პირის მიერ არასწორი რეაქცია მოჰყვა, ლაპარაკი მაქვს ჯონდი ბაღათურიას გამოსვლაზე, დავზარალდით. მაგრამ დღეს თქვენ რაც ჩაატარეთ, ამისთანა საშინელი არაფერი იქ არ მომხდარა“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ სიტყვით გამოსვლისას.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 539
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია