დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ანდრო ბარნოვი - პრეზიდენტმა შეიწყალა ის ხალხი, რომლებზეც დარწმუნებული იყო, რომ პოლიტიკური დევნის მსხვერპლნი გახდნენ
ავტორი:
2013/ოქტომბერი/30 18:30:03
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრო ბარნოვი, მიხეილ სააკაშვილის მიერ პატიმრების შეწყალებას გამოეხმაურა.
"პრეზიდენტმა შეიწყალა ის ხალხი, რომლებზეც იყო დარწმუნებული, რომ ისინი გახდნენ პოლიტიკური დევნის მსხვერპლნი", - განაცხადა ანდრო ბარნოვმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, მისთვის ზუსტად არ არის ცნობილი ყველას ვინაობა და ყველას სახელი და გვარი. რაც შეეხება მაიზერ ლიპარტელიანს, ანდრო ბარნოვის განცხადებით, ეს ადამიანი თავის დროზე მხოლოდ იმის გამო დააკავეს, რომ სასურველი ჩვენება არ მისცა პროკურატურას.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეწყალების აქტს ხელი გუშინ მოაწერა და 250-მდე პირი შეიწყალა. მათ შორის არის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ძიმცეიშვილი. მას აღნიშნული თანამდებობა ბაჩო ახალაიას თავდაცვის მინისტრობის დროს ეკავა. ახალი ხელისუფლების პირობებში მას ბრალი დაუსწრებლად, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მითვისება-გაფლანგვისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის წაუყენეს.
შეწყალებულთა შორის არის ასევე იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილის ძმა, დავით ადეიშვილი, რომელიც ძიმცეიშვილის მსგავსად ძებნაში იმყოფება; აგრეთვე ბუტა რობაქიძის საქმეზე დაკავებული ყოფილი პოლიციელი მაიზერ ლიპარტელიანი.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1195
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია