დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დიმიტრი ლორთქიფანიძე მთაწმინდელებს უკანონო პრივატიზაციების რევიზიას დაპირდა
ავტორი:
2014/მაისი/12 16:00:02
კოალიცია "ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" თბილისის მერობის კანდიდატი, დიმიტრი ლორთქიფანიძე ვერის ბაღში, მთაწმინდის რაიონის მოსახლეობას შეხვდა და არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მათ უკანონო პრივატიზაციების რევიზიას დაჰპირდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" კოალიციის პრესსამსახურიდან აცნობეს, მოსახლეობასთან საუბრისას ძირითადად გამოიკვეთა ვერის უბნის მცხოვრებთა უკმაყოფილება ვერის ბაღში მდებარე სტადიონთან დაკავშირებით. წლების განმავლობაში ვერელები სარგებლობდნენ იმ სტადიონით, რომელიც ახლა კერძო მფლობელის საკუთრებაშია. დიმიტრი ლორთქიფანიძე მოქალაქეებს პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.
"ჩემი მერად არჩევის შემთხვევაში ჩავატარებ სამართლებრივ რევიზიას ყველა იმ პრივატიზაციასთან დაკავშირებით, რომლიდან გამომდინარეც ქალაქის საკუთრება კერძო მფლობელების ხელში აღმოჩნდა. ჩემი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება, სამართლიანად აღდგეს ის პროცესი, რომელიც თავის დროზე უკანონო პრივატიზაციებთან იყო დაკავშირებული და რომლის გამოც ერთადერთი დაზარალებული ჩვენი ქალაქი და მოსახლეობაა", - განაცხადა ლორთქიფანიძემ.
მისივე თქმით, "კოალიცია-ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის" მთავარი პრიორიტეტი არის ადამიანი და ოჯახი.
"ჩემთვის მთავარი პრიორიტეტი ყოველთვის იყო და არის ადამიანის სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვა. ეს გულისხმობს იმ საცხოვრისების მიმართ დამოკიდებულებას, რომელიც ბედის ანაბარა არის მიტოვებული. სამწუხაროდ, ნახევარი თბილისი ავარიულ სახლებში ცხოვრობს, მათი რეკონსტრუქცია, კეთილმოწყობა, რესტავრაცია იქნება ჩემი მთავარი პრიორიტეტი. ასევე სოციალური პოლიტიკის გატარებიდან გამომდინარე ჩვენი პრიორიტეტია მარტოხელა დედების, მრავალშვილიანი ოჯახების, უსახლკაროების, კოოპერატიული ბინათმშენებლობის დროს დაზარალებულთა, დევნილთა, იპოთეკით დაზარალებულთა მხარდაჭერა. ეს ყველაფერი გამოხატული მქვს ორი სიტყვით: ჩემი პრიორიტეტი არის ადამიანი, ჩემი პრიორიტეტი არის ოჯახი", - დასძინა ლორთქიფანიძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1261
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია