დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თბილისის მერიის ინფორმაციით, გზების კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშაოები 41 ქუჩაზე მიმდინარეობს
ავტორი:
2014/დეკემბერი/07 13:30:02
თბილისში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთაწმინდის, ნაძალადევის და საბურთალოს, რაიონებში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსთან, ავთანდილ სუდაძესთან, ნაძალადევისა და საბურთალოს გამგებლებთან ზაზა გაბუნიასთან და ბექა მიქაუტაძესთან ერთად დაათვალიერა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს კაპიტალურად, სრულად შეკეთდება მთაწმინდის რაიონში მდებარე ვირსალაძის ქუჩა. გამოიცვალა საფუძველი, მიმდინარეობს ქვედა ფენის ასფალტის დაგება, გასწორდება საკომუნიკაციო ჭები, რის შემდეგაც დაიგება ასფალტის ზედა ფენა. პროექტი ითვალისწინებს ვირსალაძისა და გოგებაშვილის ქუჩების კაპიტალურ შეკეთებას და მისი ღირებულება ჯამში 700 000 ლარია. უკვე დასრულდა საკომუნიკაციო სამუშაოები.
საბურთალოს რაიონში, ბურძგლას ქუჩაზე, სადაც მერიის ინფომაციით, 10 წელზე მეტია გზის რეაბილიტაცია არ ჩატარებულა, ქუჩის კეთილმოწყობისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 494 000 ლარი დაიხარჯა. უახლოეს დღეებში დასრულდება ნაძალადევის რაიონში მდებარე ჩარგლის ქუჩის ფრაგმენტული შეკეთებები. ქალაქის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშაოები დედაქალაქის მასშტაბით 41 ქუჩაზე მიმდინარეობს და წლის ბოლომდე დასრულდება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1083
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია