დაისვენე კურორტ ახალდაბაში
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ავარიულ სახლებში მყოფ მოქალაქეებთან შეხვედრებს განაგრძობს
ავტორი:
2013/ოქტომბერი/29 19:30:03
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის საკრებულოდან აცნობეს, საკრებულოს თავმჯდომარე ავარიულ სახლებში მყოფ მოქალაქეებთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეს ირაკლი შიხიაშვილი ისნისა და სამგორის რაიონის მოსახლეობას შეხვდა. კერძოდ, შიხიაშვილმა მოსკოვის გამზირის N46 და #46ა, ასევე #45 მოინახულა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.
შემდეგ ირაკლი შიხიაშვილი ე.წ. აფრიკის დასახლებაში, გუმათჰესის ქ. #12–ში, ვარკეთილი სამი, მეორე მ/რ, კორპ. 2ბ, ვაზისუბნის მე–3 კორპუსის მცხოვრებლებს ესტუმრა და მათ პრობლემებს გაეცნო.
ბოლოს კი საკრებულოს თავმჯდომარე ისნის რაიონში, ვახტანგ მეექვსის ქუჩაზე იმყოფებოდა (პრეზიდენტის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე), სადაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეტანილი ავარიული სახლებია. საკრებულოს თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას გააცნო საკრებულოს ინიციატივით ამოქმედებული ის პროექტი, რომლის ფარგლებშიც მწვავე ავარიული სახლების გამაგრებით სამუშაოების უმეტესი ნაწილი დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
"პროექტის ფარგლებში, საპროექტო სამუშაოებზე ტენდერი ცხადდება და შემდეგ მას ექსპერტიზა უტარდება. ამის შემდეგ ტენდერი უკვე სამშენებლო სამუშაოებზე ცხადდება და მომავალი წლიდან მწვავე ავარიული სახლების გამაგრებითი სამუშაოები დაიწყება. სწორედ ამის თაობაზე ესაუბრა შიხიაშვილი ავარიულ სახლებში მცხოვრებლებს და იქვე განუმარტა, რომ თითოეული ამ ნაბიჯის შესახებ გაურკვევლობის თავიდან აცილების მიზნით, მათ თბილისის საკრებულოდან წინასწარ ეცნობებათ", _ აცხადებენ საკრებულოში.
მათივე ინფორმაციით, ირაკლი შიხიაშვილი ადგილობრივი მოსახლეობის ყოფით პრობლემებსაც გაეცნო. ძირითადად ეს არის შიდა კომუნიკაციების (წყლის, კანალიზაციის, ბუნებრივი აირის) მოუწესრიგებლობა და სხვ. შესაძლებლობის ფარგლებში შიხიაშვილი მათ მოგვარებას დაჰპირდა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1147
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია