დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მაია გოიკოვიჩი - მოხარულები ვართ, რომ საქართველო აღიარებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას
ავტორი:
2018/იანვარი/26 00:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAIANV/goikovichimaia.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/474860-maia-goikovichi-mokharulebi-varth-rom-saqarthvelo-aghiarebs-chveni-qveynis-teritoriul-mthlianobas.html", "headline": "მაია გოიკოვიჩი - მოხარულები ვართ, რომ საქართველო აღიარებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას ", "datePublished": "2018-01-25 20:39:49", "dateModified": "2018-01-25 20:39:49", "description": "საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერი მაია გ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAIANV/goikovichimaia.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერი მაია გოიკოვიჩი მიიღო. შეხვედრა საპატრიარქოს რეზიდენციაში გაიმართა.

ილია მეორემ სტუმრებს ჩამოსვლისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოსა და სერბეთის კულტურულ და პოლიტიკურ ურთიერთობებზე ისაუბრა. უწმინდესმა ყურადღება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემასა და საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდირებაზე გაამახვილა.


„ვფიქრობ, რომ თქვენი ვიზიტი უფრო მეტად შეკრავს ურთიერთობას საქართველოსა და სერბეთს შორის. მე შეხვედრა მქონდა პუტინთან და მას ვუთხარი, რომ სეპარატიზმი გადამდები სენია. აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი და სხვა რეგიონები იყო 20% საქართველოს ტერიტორიისა. ასე რომ ჩვენ ერთი პრობლემის წინაშე ვდგავართ. დახმარება და თანადგომა აუცილებელია. ვფიქრობ, მუდამ ასე ვერ გაგრძელდება და ეს უნდა იყოს გამოსწორებული საერთაშორისო ძალების მიერ. ვფიქრობ, ეს მომავალში შესაძლებელი გახდება“, - განაცხადა ილია მეორემ.

სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერმა, მაია გოიკოვიჩმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მასპინძლობისთის მადლობა გადაუხადა. მან ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

„მინდა უდიდესი პატივისცემა გამოვხატო თქვენს მიმართ და მადლობა გადაგიხადოთ გულთბილი მიღებისთვის. სერბეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 23 წელს ითვლის. ჩვენ თქვენს ქვეყანაში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ვიმყოფებით. იმედი მაქვს ეს შეხვედრები ნაყოფს გამოიღებს და ჩვენი ქვეყნები კიდევ უფრო დაუახლოვდებიან ერთმანეთს. სერბეთს საქართველოს მსგავსად აქვს ტერიტორიული პრობლემა. მოხარულები ვართ, რომ საქართველო აღიარებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და უარს ამბობს ამჟამინდელი კოსოვოს, როგორც დამოუკიდებელი ერთეულის აღიარებაზე“, - განაცხადა მაია გოიკოვიჩმა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის და სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერის შეხვედრის შესახებ ვიდეომასალას საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“ ავრცელებს.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 577
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია