დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი კობახიძე - ოპოზიციაში კონსენსუსის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებაა
ავტორი:
2017/დეკემბერი/11 16:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAANOEM/kobaxidze_d958d.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/468010-irakli-kobakhidze-opoziciashi-konsensusis-mimarth-uaryofithi-damokidebulebaa.html", "headline": "ირაკლი კობახიძე - ოპოზიციაში კონსენსუსის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებაა", "datePublished": "2017-12-11 12:32:05", "dateModified": "2017-12-11 12:32:05", "description": "პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ოპოზიციაში კონსენსუსის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებაა. აღნიშნუ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAANOEM/kobaxidze_d958d.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ოპოზიციაში კონსენსუსის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებაა. აღნიშნული განცხადება კობახიძემ ჟურნალისტებთან საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას გააკეთა და იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიციის პოლიტიკური კულტურა წლების განმავლობაში დაიხვეწება.

“არის ოთხი რეკომენდაცია, რომელიც შემოთავაზებულია ვენეციის კომისიის მხრიდან და არსებითად, ამ ცვლილებების ასახვას ემსახურება მომზადებული კანონპროექტი. ჩვენთვის ზოგადად გაუგებარია ის, რომ ოპოზიცია ემიჯნება ამ პროცესს. ეს ის საკითხებია, რასაც ისინი თავად ითხოვდნენ - ხომ არის ბონუსი, ბლოკები და ასე შემდეგ, ეს არის მათ ინტერესებში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არ მგონია მიზანშეწონილი ბლოკების შენარჩუნება, ბონუსის გაუქმება, თუმცა არის პოლიტიკური კომპრომისი და ამ კომპრომისშიც კი არ მონაწილეობს ოპოზიცია. იგივე ვნახეთ ომბუდსმენთან დაკავშირებით - შევთანხმდით აბსოლუტურად ყველა: საპარლამენტო უმრავლესობა, არასამთავრობო სექტორი, დიპლომატები იყვნენ უაღრესად კმაყოფილები კანდიდატთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებით, თუმცა ამის მიუხედავად, ოპოზიციამ არც ამ კანდიდატს დაუჭირა მხარი. ეს რეალურად იმას აჩვენებს, რომ ოპოზიციაში კონსენსუსის მიმართ არის უარყოფითი დამოკიდებულება, რაც ბუნებრივია, მიუთითებს შესაბამისი პოლიტიკური პარტიების განვითარების არცთუ მაღალ დონეზე. იმედი გვაქვს, რომ წლების განმავლობაში მათი პოლიტიკური კულტურა არსებითად დაიხვეწება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 611
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია