დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საოკუპაციო ზოლს მიღმა მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს არჩევნებში ხმის მიცემის შესაძლებლობა არ მიეცა
ავტორი:
2013/ოქტომბერი/27 19:30:02
ქარელის, გორის, ახალგორის, საჩხერისა და პერევის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს არჩევნებში ხმის მიცემის შესაძლებლობა არ მიეცა, - ამის შესახებ ორგანიზაცია "საზოგადოებრივი დამცველის" საარჩევნო ექსპერტმა ლადო ბოჟაძემ საარჩევნო მედიაცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ამ დრომდე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა საოკუპაციო ზოლს მიღმა მყოფმა მოქალაქეებმა, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა მოახერხონ.
"ჩვენ გამოვხატავთ ძალიან დიდ შეშფოთებას, რომ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება არ მიეცათ. ეს არ ეხებოდა მხოლოდ ქარელისა და გორის რაიონს. ეს ეხებოდა ახალგორისა და საჩხერის, პერევის მიმდებარე ტერიტორიას, სადაც მოქალაქეებს, რომლებსაც აქამდე გადაადგილების საშუალება ჰქონდათ, ორი დღეა ეს შესაძლებლობა შეეზღუდათ. ჩვენ მივმართეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელმაც თავის მხრივ, ევროკავშირის მონიტორინგის მისიას მიმართა. ახლაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რადგან აღნიშნული მოქალაქეები ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვდნენ და არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ", - განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1252
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია