დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით უსუფაშვილი - ევროსაბჭოს დელეგაცია "თავისუფალი დემოკრატების" მიერ თანამდებობების შენარჩუნების საკითხით დაინტერესდა
ავტორი:
2014/დეკემბერი/05 18:30:04
ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენლები პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან შეხვედრისას "თავისუფალი დემოკრატების" თემით, მათ შორის, მათ მიერ საპარლამენტო თანამდებობების შენარჩუნების საკითხით დაინტერესდნენ.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს უსუფაშვილმა განუცხადა, საუბარი სხვადასხვა საკითხებს შორის ბოლოდროინდელ პოლიტიკურ მოვლენებს შეეხო და მმართველ კოალიციაში განხორციელებული ცვლილებები კვლავ ყურადღების ცენტრში რჩება.
"მე მათ მოვახსენე პარლამენტში არსებული მდგომარეობა, მათ შორის ფრაქცია "თავისუფალ დემოკრატებთან" ურთიერთობის, დამოკიდებულების შესახებ. აინტერესებდათ, საპარლამენტო თანამდებობებს ავტომატურად ვინმე ტოვებს თუ არა. მე მათ მოვახსენე, რომ საკითხი ასე არ დგას, მით უფრო კომიტეტის თავმჯდომარეებთან მიმართებით, რომელთა თანამდებობები პოლიტიკური კვოტით არ არის განაწილებული, თუმცა ვიცესპიკერის თანამდებობა, მოგეხსენებათ, კვოტებით აქვს განაწილებული უმრავლეობას, უმცირესობას, აჭარის წარმომადგენლობას შორის. აქაც არ არის რაიმე გადაწყვეტილება მიღებული, მაგრამ ამ შემთხვევაში ვითარება განსხვავებულია", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 975
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია