დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიორგი მარგველაშვილი უკრაინის მოვლენებზე პოლონელ კოლეგას ესაუბრა
ავტორი:
2014/მარტი/03 19:00:02
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პოლონელ კოლეგას ბრონისლავ კომოროვსკის ესაუბრა. ამის შესახებ პრეზიდენტმა ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში, გადაცემა "სუბიექტურ აზრში" სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, გადაცემის შემდეგ დაგეგმილი აქვს საუბარი თურქეთის პრესიდენტ აბდულა გიულისთან.
"ჩვენ გვაქვს კონსულტაციები ჩვენს პარტნიორებთან. გადაცემაში შემოსვლამდე პოლონეთის პრეზიდენტს ვესაუბრე. გადაცემის შემდეგ კი დაგეგმილი მაქვს საუბარი თურქეთის პრეზიდენტთან. ჩვენ ვცდილობთ ის მხარდაჭერა, რაც საქართველოს მიმართ არის, პლუს ის საერთაშორისო ფონი, რაც უკრაინის მოვლენების ირგვილ იქმნება, მოვახდინოთ ამ პროცესების კონსოლიდაცია, ჩავერთოთ ამ პროცესებში და ბუნებრივია უზრუნველვყოთ, რომ ნებისმიერი პროცესი, რაც ჩვენს მეზობელ და ძალიან ახლო მეგობრულ ქვეყანაში მიმდინარეობს, მშვიდობიანად, სისხლისღვრის გარეშე დამთავრდეს და პოლიტიკური პროცესებით მოგვარდეს", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. მისივე განცხადებით, უკრაინის ახალ ლიდერებთან კომუნიკაცია ჯერ არ ჰქონია.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1154
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია