დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კახა კოჯორიძე - უწყებათაშორისმა კომისიამ დაკისრებულ მოვალეობას თავი გაართვა
ავტორი:
2013/ოქტომბერი/26 14:30:03
უწყებათაშორისმა კომისიამ დაკისრებულ მოვალეობას თავი გაართვა და ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაციები შეიმუშავა, - ამის შესახებ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარემ, კახა კოჟორიძემ საარჩევნო მედიაცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს", "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" და "სამართლიანმა არჩევნებმა" წინასაარჩევნო გარემო შეაფასეს.
კახა კოჟორიძის განმარტებით, უწყებათაშორის კომისიაზე თითოეული დარღვევისას როგორც პარტიებს, ასევე დამკვირვებლებს პოზიციის დაფიქსირების საშუალება ჰქონდათ. მისივე თქმით, იყო შემთხვევა, როდესაც უწყებათაშორისი კომისია საქმესთან დაკავშირებით დეტალების გასაცნობად შემთხვევის ადგილზე გავიდა.
"თუმცა ერთი თემა, რაც ჩრდილს აყენებს უწყებათაშორისი კომისიის მუშაობას არის ის, რომ რამდენიმე სხდომაზე დაფიქსირდა კომისიის თავმჯდომარესა და "ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს" შორის გარკვეული შელაპარაკება, რომელიც პოლიტიკურ დეპატებში გადაიზრდებოდა ხოლმე და ცხადია, ეს არ არის სასურველი. მე არ ვამბობ, რომ ამის გამო უწყებათაშორისი კომისია არაობიექტური იყო, თუმცა არაობიექტურობა და მიუკერძოებლობა ასევე გულისხმობს გარეგნულ შეფასებას, ამიტომ შესაძლებელია ეს ფაქტი ცუდ აღქმას ტოვებდა გარე თვალისთვის. სასურველია, თუ ასეთ ფაქტებს აღარ ექნება ადგილი", - განაცხადა კახა კოჟორიძემ.
მანვე ცესკოს საქმიანობა შეაფასა და აღნიშნა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ზურაბ ხარატიშვილის გადაწყვეტილებამ საარჩევნო პერიოდში გადადგომის თაობაზე, ცესკო-ს საქმიანობაზე უარყოფითად იმოქმედა, რამაც გარკვეული პრობლემები შექმნა.
ამასთან, კოჟორიძის თქმით, ცესკო-მ არასწორად განმარტა საქართველოს კანონმდებლობა და კონსტიტუცია, როდესაც ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს, სალომე ზურაბიშვილს, ზურაბ წიწუაშვილს და სხვებს კანდიდატად რეგისტრაციის საშუალება არ მისცა.
როგორც კახა კოჟორიძემ აღნიშნა, ორმაგი მოქალაქეობის თემა იყო მნიშვნელოვანი ხარვეზი წინასაარჩევნო კამპანიისას.
არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, მიუხედავად წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებულ ანგარიშში მოხვედრილი სხვადასხვა სახის დარღვევებისა, საერთო შეფასებით, წლევანდელი წინასაარჩევნო პერიოდი იყო გაცილებით უკეთესი, ვიდრე გასული წლის 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდი. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ბევრ სფეროში პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგა და მოვლენები პოზიტიურად განვითარდა, რაც მათი მხრიდან დადებით შეფასებას იმსახურებს.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1078
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია