დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიორგი მარგველაშვილს ხვალ იაპონიის იმპერატორი მიიღებს
ავტორი:
2014/ოქტომბერი/23 19:00:02
საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ხვალ, 24 ოქტომბერს იაპონიის იმპერატორი მიიღებს. ოფიციალური პროგრამის მიხედვით, იმპერატორ აკიჰიტოსთან საქართველოს პირველი პირის აუდიენცია ადგილობრივი დროით 15:00 საათზე გაიმართება. გიორგი მარგველაშვილისა და საქართველოს პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას პატივსაცემად იმპერატორის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართება.
ხვალვე საქართველოს პრეზიდენტი იაპონიის პრემიერ-მინისტრ შინზო აბესს შეხვდება, რის შემდეგაც მხარეები ერთობლივ მემორანდუმს გააფორმებენ. პრეზიდენტი და პრემიერი პრესისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.
შეხვედრას გამართავენ საქართველოს პრეზიდენტისა და იაპონიის პრემიერ-მინისტრის მეუღლეებიც.
იმპერატორსა და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრამდე კი, გიორგი მარგველაშვილი იაპონია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ლიგასთან სამუშაო საუზმეს გამართავს, რის შემდეგაც ქვეყნის პირველი პირი სასაკავას მშვიდობის ფონდის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვა.
სიტყვით გამოსვლის შემდეგ, მარგველაშვილი ღონისძიების მონაწილეთა შეკითხვებსაც უპასუხებს.
ხვალვე დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა ორგანიზაცია ჟიკა-ს პრეზიდენტთან, ასევე რამდენიმე იაპონური მედიასაშუალებისთვის ინტერვიუს მიცემა.
დღის ბოლოს საქართველოს პრეზიდენტისა და პირველი ლედის პატივსაცემად იაპონიის პრემიერ-მინისტრის სახელით ოფიციალური სადილი გაიმართება.
საქართველოს პრეზიდენტი იაპონიას 21 ოქტომბერს, 5 დღიანი ვიზიტით ეწვია.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1127
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია