დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი სესიაშვილი - რაც მეტ აგრესიას გამოიჩენს რუსეთი, მით უფრო მკაფიოდ ჩამოაყალიბებს ნატო საკუთარ პოზიციას
ავტორი:
2014/აგვისტო/06 13:30:02
ყველაფერს თავისი სახელი ერქმევა, რაც აბსოლუტურად ბუნებრივი პროცესია, – ასე ეხმაურება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელი, ირაკლი სესიაშვილი The Financial Times--ში ნატო-ს გენერალური მდივნის სტატიას, სადაც ანდერს ფოგ რასმუსენი საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში მომხდარ კონლფიქტებს რუსეთის ფედერაციას ადანაშაულებს.
"ყველაფერს თავისი სახელი ერქმევა, ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი პროცესი. რაც უფრო მეტ აგრესიას გამოიჩენს რუსეთი და რაც უფრო მეტად არაცივილურად მოიქცევა, დარწმუნებული ვარ ნატო მით უფრო მკაფიოდ ჩამოაყალიბებს საკუთარ პოზიციას. ის რაც ნატო-ს გენერალური მდივნის მხრიდან გაჟღერდა, კიდევ უფრო ამტკიცებს პოზიციას პროცესების მიმართ", - განაცხადა ჟურნალისტებტან საუბრისას ირაკლი სესიაშვილმა.
დეპუტატის თქმით, ნატო ბოლო რამდენიმე თვეა აქტიურად მსჯელობს, რომ საჭიროა ნატო-ს წევრ ქვეყნებში თავდაცვის ბიუჯეტის ზრდა და თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება. სესიაშვილის თქმით, ეს პროცესი სავარაუდოდ ნატო-ს პარტნიორ ქვეყნებშიც გაგრძელდება.
"ჩვენ Eღიად ვამბობთ, რომ ვართ არა მხოლოდ ნატო-ს ძლიერი პარტნიორი ქვეყანა, არამედ მივისწრაფით ნატო-ს წევრობისაკენ. შესაბამისად, ჩვენ ვმსჯელობთ რომ დაჩქარდეს ჩვენი თავდაცვის საშუალებების ზრდა", - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.
ნატო-ს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის სტატიაში, რომელიც თჰე Fინანციალ თიმეს-ში გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ რუსეთი დამნაშავეა საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში კონფლიქტის გაღვივებაში.
"კომუნიზმის დაშლიდან მოყოლებული, ნატო-ს ძალისხმევა არ დაუშურებია, ურთიერთობები დაემყარებინა მოსკოვთან მისთვის იმაზე მეტი თანამშრომლობის შეთავაზებით, ვიდრე ნატო-ს რომელიმე არა წევრი ქვეყნისთვის. რუსეთმა კი კანონების უგულებელყოფით, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში კონფლიქტის გაღვივებითა და სამართალზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დარღვევით უპასუხა", - ნათქვამია ანდერს ფოგ რასმუსენის სტატიაში.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1032
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია