დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გულიკო ზუმბაძე - გიგი უგულავამ საკრებულოს სხდომაში მონაწილეობას თავი აარიდა
ავტორი:
2013/ოქტომბერი/25 17:00:03
თბილისის მერმა გიგი უგულავამ საკრებულოს დღევანდელ სხდომაში მონაწილეობას თავი აარიდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის საკრებულოს "ქართული ოცნება - თბილისელების" თავმჯდომარემ გულიკო ზუმბაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, გუშინ, დედაქალაქის მერს საკრებულოს წევრების 1/3-ის ინიციატივით შეტყობინება გაეგზავნა დასწრებოდა საკრებულოს დღევანდელ სხდომას, თუმცა იგი დღეს სხდომაზე არ გამოცხადდა.
საკრებულოს წევრები ითხოვდნენ, რომ დედაქალაქის მერს პასუხი გაეცა თბილისის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი შპს-ების, სამეთვალყურეო საბჭოების, ბორდების დაფინანსების შესახებ.
გულიკო ზუმბაძის თქმით, სამეთვალყურეო საბჭოები თბილისის ბიუჯეტიდან ფინანსდება და ეს დედაქალაქს მილიონ ნახევარი, 2 მილიონი ლარი უჯდება. მისივე თქმით, საკრებულოს წევრებს ამ საბჭოების აუცილებლობასთან დაკავშირებით ჰქონდათ კითხვები.
ამასთან, საკრებულოს სხდომა დღეს 10 საკითხს განიხილავს. ძირითადად ეს არის თბილისის განვითარების გეგმაში შესატანი ცვლილება, ასევე რამდენიმე უსახელო ქუჩისათვის სახელის მინიჭება და თბილისის კომისიებში წევრების დამტკიცების საკითხი.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1076
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია