დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულმა ელჩმა მიხეილ ჯანელიძეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა
ავტორი:
2017/დეკემბერი/14 21:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAADEC/janelidzeturqetiselchi.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/468653-thurqethis-respublikis-akhlad-danishnulma-elchma-mikheil-janelidzes-rtsmunebatha-sigelebis-aslebi-gadasca.html", "headline": " თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულმა ელჩმა მიხეილ ჯანელიძეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა", "datePublished": "2017-12-14 17:17:05", "dateModified": "2017-12-14 17:17:05", "description": "ვიცე-პრემიერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს თურქეთის რესპუბლიკის ახლად დან...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAADEC/janelidzeturqetiselchi.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ვიცე-პრემიერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულმა ელჩმა საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, რწმუნებათა სიგელების ასლების გადაცემის შემდეგ, გაიმართა შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და ახლო მეგობრული ურთიერთობები. ხაზი გაესვა აქტიურ ხალხთაშორის და რეგიონულ კავშირებს. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და თურქეთის ორმხრივ დღის წესრიგში არსებულ აქტუალურ საკითხებზე.

”კმაყოფილებით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის ინტენსიური პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების მაღალი დონე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებსა და რეგიონალურ პროექტებში თანამშრომლობის წარმატებულ გამოცდილებაზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიულოცა თურქ დიპლომატს საქართველოში ელჩად დანიშვნა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.

ფატმა ჯერენ იაზგანმა ხაზგასმით აღნიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა და სამაგალითო მეგობრობა. მან ასევე გამოთქვა მზაობა მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ორი ქვეყანის ურთიერთქმედებას თანამშრომლობის ყველა მიმართულებით.

შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა საგარეო უწყებების როლი ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებასა და გაღრმავებაში”,- ნათქვამია ინფორმაციაში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 592
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია