დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ვახტანგ ხმალაძე - მაჟორიტარული სისტემა ყველაზე უფრო ცუდი საარჩევნო სისტემაა
ავტორი:
2015/იანვარი/08 18:00:02
მაჟორიტარული სისტემა ყველაზე უფრო ცუდი საარჩევნო სისტემაა, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ხმალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ხმალაძის აზრით, მაჟორიტარული სააარჩევნო სისტემა პოლიტიკურ განწყობას ვერ ასახავს და საჭიროა შერეული სისტემიდან მხოლოდ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა.
"მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა ერთ-ერთი ყველაზე უფრო ცუდი სისტემაა. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ პოლიტიკური განწყობების სწორ ასახვას მხოლოდ პროპორციული საარჩვენო სისტემა იძლევა. მხოლოდ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა რომ ყოფილიყო, ჩვენ თითქმის 100%-ით ერთპარტიული პარლამენტი გვეყოლებოდა. მაჟორიტარული სისტემის პრინციპი მარტივია: - ვინც ჯობნის სხვებს, იმას მიაქვს მანდატი. სხვას შესაძლოა აჯობო 50%-ით ან 30%-ით, ანუ შესაძლებელია, ერთ პოლიტიკურ ძალას 50%-ზე ნაკლები მხარდაჭერა ჰქონდეს, მაგრამ იმის გამო, რომ ყველა ოლქიდან თითო კაცი გადის, შესაძლოა ყველა მანდატი ერთმა ძალამ წაიღოს. ამიტომ არასწორი და ცუდია მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა", - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.
ხმალაძის განმარტებით, არსებული სისტემის შეცვლას საკონსტიტუციო ცვლილებები სჭირდება, რადგან კონსტიტუციით, 73 წევრი აირჩევა ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქების მიხედვით, ხოლო 77 პროპორციული წესით.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1133
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია