დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სოზარ სუბარი - მომავალი პრემიერი ჩვენი გუნდიდან იქნება
ავტორი:
2013/ოქტომბერი/25 15:30:03
სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის ინფორმაციით, ახალი პრემიერ-მინისტრი იმ გუნდიდანაა, რომლითაც "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოვიდა.
როგორც სოზარ სუბარმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იმ ნდობიდან გამომდინარე, რომელიც გუნდს აქვს, არავის ეპარება ეჭვი, რომ კანდიტარა ღირსეული იქნება.
"ის, რომ კანდიდატურა ბიძინა ივანიშვილმა შეარჩია, მის მიმართ ნდობაა. ისიც კარგად ვიცით, რომ ეს ადამიანი უცხო არაა და არის იმ გუნდის წევრი, რომლითაც მოვიდა ხელისუფლებაში. იმ ნდობიდან გამომდინარე, რაც ბიძინა ივანიშვილს აქვს ჩვენგან, არავის ეპარება ეჭვი, რომ კანდიდატურა იქნება ღირსეული", - აღნიშნა სუბარმა.
მისივე თქმით, გუნდში ახალი პრემიერის თაობაზე მოლაპარაკებები არ ყოფილა.
"ამაზე მოლაპარაკეები არ ყოფილა. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიტსაბჭოზე იყო ამის განხილვა, თუმცა არ ყოფილა. მე ვერ დავესწარი სხვა ღონისძიების გამო, მაგრამ შემდეგ ველაპარაკე პოლიტსაბჭოს წევრებს და მითხრეს, რომ საუბარი ამ თემას არ შეხებია. გუნდში კონსულტაციები არ ყოფილა ამ თემაზე. შესაძლებელია, რომ პრემიერ-მინისტრი ელაპარაკა პარლამენტის თავმჯდომარეს ან პრეზიდენტობის კანდიდატს", - აღნიშნა სუბარმა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1141
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია