დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნოდარ ხადური - მომავალი წლისთვის თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება გაიზრდება
ავტორი:
2014/ივლისი/23 19:30:02
წინა ხელისუფლებამ თავდაცვაზე 8 მილიარდი დახარჯა და პირადად მაქვს ნანახი, რა კატასტროფული მდგომარეობაა მარნეულისა და ვაზიანის ბაზებზე, - აღნიშნული განცხადება ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, 2013 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის წარდგენისას, უმცირესობის კითხვის პასუხად გააკეთა.
მინისტრის თქმით, მომავალი წლისთვის თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება იზრდება.
პარლამენტის სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატი ნუგზარ წიკლაური დაინტერესდა, თუ რატომ შემცირდა რუსული საფრთხეების გაზრდის პირობებში თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება.
"როდესაც ამბობთ, რომ თავდაცვის სამინისტროს 2012 წელს 720 მილიონი ლარი ჰქონდა, აქედან 60 მილიონი ლარი ჩვენ მივეცით, რათა ჯარი დეკემბერში მშიერი არ დარჩენილიყო. თანხები, რაც ბიუჯეტით იყო გათვალისწინებული, თავდაცვის სამინისტროს წინა ხელმძღვანელობამ სრულად გაუგებარი ტენდერებით, უაზროდ გაფლანგა და დეკემბერში, ჩვენ რომ მოვედით, ჯარს კვების პრობლემა ჰქონდა და დამატებით 60 მილიონი მივეცით. თქვენმა ხელისუფებამ 8 მილიარდი დახარჯა თავდაცვაზე და პირადად მაქვს ნანახი, რა ინფრასტრუქტურა აქვს დღეს თავდაცვის სამინისტროს. ვიყავი მარნეულში – ბაზაზე, ვიყავი ვაზიანის ბაზაზე, სადაც არის კატასტროფული მდგომარეობა და უამრავი თანხის დახარჯვაა საჭირო, რათა ჩვენს ჯარისკაცებს, ოფიცრებს ელემენტარული სწავლის, ცხოვრებისა და საბრძოლო კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა მიეცეთ. კარგად იცის საზოგადოებამ კვებაზე კორუფციული გარიგებების შესახებ", - მიმართა უმცირესობას ნოდარ ხადურმა.
პასუხად წიკლაურმა განაცხადა, რომ ის, რითაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ჯარი იკვებებოდა, ათასობით ჯარისკაცის მოწამლვის მიზეზი გახდა. "ამ მიმართულებით თავმოსაწონი არაფერი გაქვთ. წამლავდით ჯარისკაცებს უსარგებლო საკვებით", - მიმართა ხადურს წიკლაურმა.





წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1045
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია