დაისვენე კურორტ ახალდაბაში
შინაგან საქმეთა მინისტრი აჭარის რეგიონში ჩატარებულ სამუშაოებს პირადად გაეცნო 
ავტორი:
2013/დეკემბერი/18 06:30:05
შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე აჭარის რეგიონში უამინდობით გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით ჩატარებულ სამუშაოებს პირადად გაეცნო.
მინისტრმა ქობულეთის რაიონში მანდარინის ჩამბარებელი პუნქტი მოინახულა, სადაც ამ დროისთვის ციტრუსის ჩაბარება შეუფერხებლად მიმდინარეობს. ალექსანდრე ჭიკაიძე ასევე მაღალმთიანი აჭარის სოფლებს ეწვია და გზების გაწმენდითი სამუშაოები პირადად დაათვალიერა. ამჟამად აჭარის რეგიონში ყველა გზა გაწმენდილია და საგზაო მოძრაობა თავისუფალია, შესაბამისად ციტრუსის გადატანა ჩამბარებელ პუნქტამდე შეუფერხებლად მოხდება. მინისტრი რეგიონში ვიზიტის დროს ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და გაესაუბრა.
შს მინისტრი დღეს, 18:00-ზე, ბათუმში, კრიზისების მართვის დროებითი შტაბის შემაჯამებელ სხდომას გამართავს და სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელი პირებისგან ჩატარებული სამუშაოების შესახებ ანგარიშს მოისმენს.
წყარო: info9.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1155
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია