დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტთან ევროკავშირ - საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის ახალი, უმაღლესი დონის ფორმატზე გადასვლის შეთანხმების იმპლემენტაცია განიხილა
ავტორი:
2018/მაისი/25 20:30:02
../photo/2015_02/margvelaiunkeri.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/495159-giorgi-margvelashvilma-evrokomisiis-prezidentthan-evrokavshir-saqarthvelos-ormkhrivi-thanamshromlobis-akhali-umaghlesi-donis-formatze-gadasvlis-shethankhmebis-implementacia-ganikhila.html", "headline": "გიორგი მარგველაშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტთან ევროკავშირ - საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის ახა...", "datePublished": "2018-05-25 16:25:40", "dateModified": "2018-05-25 16:25:40", "description": "გიორგი მარგველაშვილმა და ევროკომისიის პრეზიდენტთან, რომელიც თბილისს საქართველოს პირველი რესპუბლიკის ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/margvelaiunkeri.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } გიორგი მარგველაშვილმა და ევროკომისიის პრეზიდენტთან, რომელიც თბილისს საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავის აღსანიშნავად ეწვია, ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი და ევროკავშირთან დაახლოების გზაზე ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები განიხილა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს.
გიორგი მარგველაშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტის პირველ ვიზიტს, რომელიც საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს - დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას უკავშირდება, საქართველოში ევროკავშირის მიერ საქართველოს მხარდაჭერის მკაფიო გზავნილი უწოდა.

საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით ისაუბრა, იმ შეთანხმების იმპლემენტაციის უმაღლეს დონეზე დიალოგის შესახებ, რომელზეც შეთანხმება შედგა მიმდინარე წლის მარტში, საქართველოს პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტისას და რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირ - საქართველოს ახალ საფეხურზე გადასვლას და რამაც ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს ევროკავშირში პრაქტიკულ ინტეგრაციას.

გიორგი მარგველაშვილმა სტუმართან დეტალურად განიხილა ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული შედეგები და ამ პროცესში ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მარგველაშვილის განცხადებით, ვიზალიბერალიზაცია ევროკავშირის ნდობისა და მხარდაჭერის ძლიერი პოლიტიკური გზავნილია, რასაც გაფრთხილება სჭირდება.
საქართველოს პრეზიდენტმა გამოხატა ღრმა მადლიერება ევროკომისიის მიმართ საქართველოს ფასეულობების მხარდაჭერისათვის. საქართველოს პრეზიდენტმა და ჟან კლოდ იუნკერს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაზე, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე და ბოლო პერიოდში გახშირებულ გატაცებებთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია.

გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის კრიტიკულ როლს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებაში. აღნიშნულ კონტექსტში პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და მისი მანდატის სრულად განხორციელების მნიშვნელობას. როგორც ცნობილია, სადამკვირვებლო მისიის მანდატი ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, თუმცა, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში, დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები დღემდე არ აძლევენ მათი კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე შესვლის უფლებას. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა აუცილებელია. საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრისას ხაზი გაუსვა ევროკავშირის დახმარების მნიშვნელობას საქართველოში მიმდინარე რეფორმების მხარდასაჭერად.

იხილეთ ვიდეო: გიორგი მარგველაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტს შეხვდა

PLAYER_GET_VIDEOFLASH
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 457
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია