დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ზაზა თარგამაძე სამშენებლო კომპანია "Paul Shuler Und Irao Group"-ის თაობაზე დაიკითხა
ავტორი:
2014/აპრილი/04 21:30:02
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დეპუტატ გივი თარგამაძის ძმის, ზაზა თარგამაძის დაკითხვა დასრულდა.
როგორც საგამოძიებო სამსახურის დატოვების შემდეგ ზაზა თარგამაძვემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი დაკითხვა სამშენებლო კომპანია "Pაულ შჰულერ Uნდ Iრაო Gროუპ" თაობაზე მოხდა. მისივე თქმით, დაკითხვის სხვა დეტალებზე კომენტარს ვერ გააკეთებს გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე.
ზაზა თარგამაძის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა გამოძიების ყველა კითხვას უპასუხა. "ზაზა თარგამაძე დაიკითხა კონკრეტულ სამშენებლო კომპანიასთან დაკავშირებით. მას ყველა კითხვაზე ჰქონდა ამომწურავი პასუხი. მიმაჩნია, რომ გამოძიებასთან რაც სათქმელი ჰქონდა ჩემ დაცვის ქვეშ მყოფს, ყველა საკითხზე ისაუბრა და მის არავითარ საქმიანობაში არავითარი დანაშაულის ნიშნების მაგვარი არ იკვეთებოდა", - აღნიშნა ბექა ბასილაიამ. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ზაზა თარგამაძის დაკითხვა 9 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1153
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია