დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თინა ხიდაშელი - კომუნიკაციების კომისიაში "ბეზპრიდელი" უნდა დასრულდეს
ავტორი:
2013/ოქტომბერი/24 16:30:03
კომუნიკაციის ეროვნულ კომისიას კანონით დაუდგენენ, როგორ განსაზღვროს საკუთარი ბიუჯეტი. შესაბამისი განცხადება პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე , კომისიის ხელმძღვანელმა თინა ხიდაშელმა გააკეთა. ხიდაშელი მიიჩნევს, რომ ამ მხრივ "ბეზპრიდელი" უნდა დასრულდეს.
საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც კომუნიკაციის ეროვნული კომისიის წევრების დაკითხვა დილიდან მიმდინარეობს, ყურადღება კომისიის ბიუჯეტის ხარჯვაზე - მათ შორის ხელფასების და პრემიების თემაზე გამახვილდა.
როგორც კომისიის სხდომაზე გახდა ცნობილი, კომუნიკაციის ეროვნულ კომისიის ბიუჯეტის და შემოსავლების ნახევარი ხელფასებზე და პრემიებზე იხარჯებოდა.
"კომისია ძალიან ბევრ რამეს, ვერ აკეთებდა, რისი გაკეთებაც მას კანონით ეკისრებოდა. საუბარია იმაზე, რომ ვერ აკეთებდნენ იმიტომ, რომ ფული არ ჰქონდათ. რეალურად, ძალიან ბევრი ფული ჰქონდათ, რომელიც უნდა გაირკვეს, იხარჯებოდა იმაზე, რისი გაკეთებაც კომისიას კანონით ევალა, თუ ირაკლი ჩიქოვანის პირად ბედნიერებაზე. კომისიას კანონით დავუდგენთ, როგორც განსაზღვროს შემდეგი წლების ბიუჯეტი. "ბეზპრიდელი", რაც აქამდე კომისიაში იყო, დასრულდება", - განაცხადა თინა ხიდაშელმა და აქვე დასძინა, რომ "კომისიის ხელმძღვანელი და კომისიის წევრები ამ ერთ სამსახურში მუშაობის გამო, ოფიციალური მილიონრები არ უნდა ხდებოდნენ".
ამ წუთებში პარლამენტის საგამოძიებო კომისია კომუნიკაციის ეროვნულ კომისიის წარმომადგელებთან იმ საჩივრებს არკვევს, რომელიც მათი მისამართით მედიაკომპანიებს გააჩნია. არაერთმა მედიაკომპანიამ მარეგულირებელი კომისია დისკრიმინაციულ დამოკიდებულებაში დაანაშაულა. საჩივრები ძირითადად ეხება კომპანიების არაგეგმიურ შემოწმებას და მათთვის სანქციების დაკისრებას.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1151
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია