დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სოფიო კილაძე - ჩვენი ხელისუფლების დიდი ძალისხმევით, თამარ მეარაყიშვილი პატიმრობიდან გათავისუფლებულია
ავტორი:
2017/აგვისტო/17 13:30:01
სამოქალაქო აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის დაკავება ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პროკურატურის მიერ და მისი სისხლის-სამართლებრივი წესით დევნა არის თავისუფალი, სამოქალაქო საზოგადოების, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ განაცხადა.

როგორც სოფიო კილაძემ აღნიშნა, სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა ადამიანების უკანონო დევნის, მათი უფლებების დარღვევისა, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეთნიკურ ქართველებს ეხება.

„შემაშფოთებელია ის სიუხეშე, რომელსაც დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლები ქალბატონი თამარის და მისი ოჯახის წევრების მიმართ იყენებდნენ. საბედნიეროდ, ჩვენი ხელისუფლების დიდი ძალისხმევით ქალბატონი თამარი გათავისუფლებულია პატიმრობიდან. ყურადღებით ვაკვირდებით განვითარებულ მოვლენებს და შესაძლებლობების მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქალბატონი თამარის უფლებები დავიცვათ. ინფორმირებულია ყველა საერთაშორისო დამკვირვებელი“, - განაცხადა სოფიო კილაძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 768
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია