დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მიხეილ ჯანელიძე ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხზე კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
ავტორი:
2017/დეკემბერი/11 21:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAANOEM/janelidze-3.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/468058-mikheil-janelidze-qaltha-politikuri-monatsileobis-sakithkhze-konferenciashi-miighebs-monatsileobas.html", "headline": "მიხეილ ჯანელიძე ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხზე კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას ", "datePublished": "2017-12-11 17:06:19", "dateModified": "2017-12-11 17:06:19", "description": "საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ხვალ, ქალთა პოლიტიკური მონაწილე...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAANOEM/janelidze-3.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ხვალ, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხზე მაღალი დონის კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო და გაერო-ს განვითარების პროგრამა.

საკუთარ გამოსვლაში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ყურადღებას გაამახვილებს ქალთა უფლებების უზრუნველყოფის საკითხებზე, როგორც საქართველოს ხელისუფლების, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევაზე, რაც გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნებშიც აისახა. მიხეილ ჯანელიძე ასევე ისაუბრეს საქართველოს მხრიდან გენდერული თანასწორობის საკითხებზე საერთაშორისო ვალდებულებებისა და საერთაშორისო კონვენციების შესრულების მხრივ არსებულ ტენდენციაზე.

კონფერენციის ფარგლებში მსჯელობა გაიმართება ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გასაძლიერებლად ქვეყანაში გატარებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, გენდერული უთანასწორობის აღმოსაფხვრელად სახელმწიფო პოლიტიკასა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობაზე.

კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.








წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 566
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია