დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირმა ინაშვილი პრემიერს და მინისტრობის კანდიდატებს რამდენიმე რჩევით მიმართავს
ავტორი:
2018/ივლისი/13 17:00:02
../photo/2015_02/0-00-1AMART-2017/inashvili.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/503380-irma-inashvili-premiers-da-ministrobis-kandidatebs-ramdenime-rchevith-mimarthavs.html", "headline": "ირმა ინაშვილი პრემიერს და მინისტრობის კანდიდატებს რამდენიმე რჩევით მიმართავს", "datePublished": "2018-07-13 13:16:20", "dateModified": "2018-07-13 13:16:20", "description": "პარლამენტის ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარე საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მინისტრობი...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AMART-2017/inashvili.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პარლამენტის ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარე საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მინისტრობის კანდიდატებს რამდენიმე რჩევით მიმართავს. კერძოდ, როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ ირმა ინაშვილმა მთავრობის შემადგენლობისთვის და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვისას განაცხადა, საჭიროა ახალმა მთავრობამ აქტიურად დაიწყოს სიღარიბის დასაძლევად მუშაობა, ამ ფარგლებში კი, მისი თქმით, საჭიროა გაიხსნას უფასო სასადილოები, ასევე გამოიყოს მედიკამენტები.

„ჩვენი ერი დღეს იბრძვის ფიზიკური გადარჩენისთვის. ასეთ ოჯახებში მიდიან სოციალური აგენტები და ეუბნებიან, რომ თქვენ გაქვთ 30 წლის წინ დაგებული პარკეტი და ამის გამო უნდა მოგიხსნათ სოციალური შემწეობა. ყველაზე გაჭირვებულ ოჯახებს რატომღაც უარგუმენტოდ ეხსნებათ სოციალური შემწეობებიც კი. ველოდებით თქვენგან იდეას, რათა სწრაფად მოხდეს ამ ადამიანების დაცულობა, საკვების და მედიკამენტების გამოყოფა.

აუცილებელია ქვეყანაში გაიხსნას უფასო სასადილოები და გაათმაგდეს მათი რაოდენობა. ამის შემდეგ უკვე აუცილებელია რა თქმა უნდა წვრილი და საშუალო ბიზნესის სტიმულირება. ჩვენ მოვისმინეთ თქვენი გამოსვლა. ძალიან კარგია, რომ აქცენტს ამ მიმართულებაზე აკეთებთ.

თუ ქვეყანაში არ შევქმენით საშუალო ფენა, ასეთი დიდი უთანასწორობა და ზღვარი მდიდარ ფენასა და ღატაკ ფენას შორის თუ არ მოისპო, კრიზისიდან ვერ გამოიყვანთ საზოგადოებას.

საჭიროა, შეიქმნას ფონდი და ამ ფონდმა საკადრო რესურსით გაუწიონ ადამიანებს დახმარება, ხელი შეუწყოს მოქალაქეებს სახელმწიფომ, დაეხმაროს საქმის აწყობაში და შემდეგ დატოვოს ბიზნესი. ქვეყანაში საშუალო ფენის ფორმირება სწორედ ამგვარად უნდა მოხდეს“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

„საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარის თქმით, მცირე მთავრობის კონცეფციას რაც შეეხება, ისინი ამ სტრუქტურულ რეფორმას წარმოდგენილი ფორმით არ უჭერენ მხარს და მიიჩნევენ, რომ განათლების სამინისტროსთან არ უნდა ერთიანდებდეს კულტურის და სპორტის სამინისტრო.

„თუ თქვენს ლოგიკას მივყვებით, მაშინ ყველა სამინისტროს კავშირი აქვს განათლების სამინისტროსთან და მაშინ ამ სამინისტროს უნდა გავუერთიანოთ ყველა სამინისტრო.
მნიშვნელოვანია, რომ სასჯელაღსრულების სამინისტრომ რასაც მიაღწია, ის შედეგი იქნას შენარჩუნებული. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო კახა კახიშვილს იმ გაწეული საქმისთვის, რაც მან ჩადო. ჩვენ მიგვაჩნია, რომ დაუშვებელია სასჯელაღსრულების სამინისტროს გაერთიანება იუსტიციის სამინისტროსთან. როდესაც ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში, აუცილებლად ამ სამინისტროს ისევ დამოუკიდებელ კომპონენტად გამოვყოფთ“, - აღნიშნა ირმა ინაშვილმა.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 449
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია