დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მიხეილ ჯანელიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
ავტორი:
2018/ივნისი/12 21:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/janelidzeazer.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/498229-mikheil-janelidze-azerbaijanis-respublikis-diasporasthan-mushaobis-sakhelmtsifo-komitetis-thavmjdomares-shekhvda.html", "headline": " მიხეილ ჯანელიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარეს შე...", "datePublished": "2018-06-12 16:51:38", "dateModified": "2018-06-12 16:51:38", "description": "ვიცე-პრემიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე საქართველოში ვიზიტით მყოფ აზერბ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/janelidzeazer.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ვიცე-პრემიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე საქართველოში ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარეს, ფუად მურადოვს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები მიმოიხილეს. ხაზი გაესვა უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირების გაღრმავების აუცილებლობას, დიასპორის ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.

მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა შემდგომშიც ხელი შეუწყონ ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარებას.

მიხეილ ჯანელიძემ მიულოცა ფუად მურადოვს აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნა და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 494
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია