დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილი საარჩევნო ბარიერის 50%-მდე გაზრდის ინიციატივით გამოდის
ავტორი:
2014/თებერვალი/17 16:30:02
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საარჩევნო ბარიერის 50%-მდე გაზრდის ინიციატივით გამოდის.
როგორც "ინტერპრესნიუსს" პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, პრემიერის ინიციატივით, ყველა თვითმმართველ ქალაქში მერები პირდაპირი გზით 50%-იანი ბარიერით აირჩევა.
ასევე, ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკურ ძალებს სთავაზობს, ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში გამგებლების არჩევაც 50%-იანი ბარიერის გადალახვის გზით მოხდეს.
ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ შეხვედრაზე მმართველი კოალიცია აღნიშნული ინიციატივის მხარდაჭერაზე დაითანხმა.
პარლამენტში ინიცირებული პროექტის გათვალისწინებით, გამგებლის ასარჩევად 33%-იანი ბარიერი, ხოლო მერების ასარჩევად 40%-იანი საარჩევნო ბარიერი წესდება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1441
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია