დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კახა კუკავა და იუსტიციის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი თეა წულუკიანის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ
ავტორი:
2018/ივლისი/12 18:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/kukava_250f8.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/503168-kakha-kukava-da-iusticiis-saministros-yofili-thanamshromeli-thea-tsulukianis-siskhlis-samarthlis-pasukhisgebashi-micemas-ithkhoven.html", "headline": " კახა კუკავა და იუსტიციის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი თეა წულუკიანის სისხლის სამართლის პასუხისგე...", "datePublished": "2018-07-12 14:46:39", "dateModified": "2018-07-12 14:46:39", "description": "„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა და იუსტიციის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი მერაბ რაფავ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/kukava_250f8.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა და იუსტიციის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი მერაბ რაფავა თეა წულუკიანის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მიმდინარე წლის 19 ივნისს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტროში თანამდებობიდან უკანონოდ გათავისუფლებული პირების სამსახურში აღდგენისა და განაცდური ხელფასის ანაზღაურების საკითხზე არ არსებობს აღუსრულებელი სასამართლოს გადაწყვეტილებები, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

„მერაბ რაფავა 2001 წლის 27 დეკემბრის N159 #6 ბრძანებით უკანონოდ გათავისუფლდა იუსტიციის სამინისტროს უსაფრთხოების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან. სასამართლოს 2005 წლის 12 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, მერაბ რაფავა აღდგენილ იქნა დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე და იუსტიციის სამინისტროს დაეკისრა მისთვის განაცდური ხელფასის გადახდა.

სააღსრულებო ფურცელი 2005 წლის 11 ნოემბერს წარედგინა იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო ბიუროს, რომელმაც რამდენჯერმე გაუგზავნა შესაბამისი წერილი იუსტიციის სამინისტროს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე. ამის მიუხედავად, იუსტიციის სამინისტრომ 13 წლის მანძილზე არ მოახდინა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება. უწყების მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის თეა წულუკიანის მინისტრობის პერიოდში გაგზავნილ წერილში სამინისტრო ადასტურებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებული არ არის. აღსანიშნავია, რომ მერაბ რაფავამ პირადად გაუგზავნა წერილი იუსტიციის მინისტრს და ასევე გააცნო საქმის დეტალები. შესაბამისად, სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 169-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, რაც სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობას გულისხმობს და 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება“, - ნათქვამია „თავისუფალი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 488
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია