დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი აბაშიშვილი - ,,ევროპული საქართველოსა“ და ,,ქართული ოცნების“ ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის ფორმირების პროცესში გამაერთიანებელი პრეზიდენტის წინააღმდეგ ბინძური კამპანიაა
ავტორი:
2018/აპრილი/17 09:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/abashishvili.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/488358-giorgi-abashishvili-evropuli-saqarthvelosa-da-qarthuli-ocnebis-akhali-sakonstitucio-umravlesobis-formirebis-processhi-gamaerthianebeli-prezidentis-tsinaaghmdeg-bindzuri-kampaniaa.html", "headline": "გიორგი აბაშიშვილი - ,,ევროპული საქართველოსა“ და ,,ქართული ოცნების“ ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის ...", "datePublished": "2018-04-17 04:58:35", "dateModified": "2018-04-17 04:58:35", "description": "პარლამენტში ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის ფორმირების პროცესი მიმდინარეობს “ევროპული საქართველოსა”...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/abashishvili.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პარლამენტში ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის ფორმირების პროცესი მიმდინარეობს “ევროპული საქართველოსა” და “ქართული ოცნების” მონაწილეობით და სამწუხაროა, რომ ამ უმრავლესობის გამაერთიანებელი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ბინძური კამპანიის წარმოებაა, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.

გიორგი აბაშიშვილი ამ კომენტარით უმრავლესობის კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც შეწყალების საკითხს უკავშირდებოდა. მისი თქმით, პრეზიდენტმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს ყველა კითხვას უპასუხა.

“საქართვველოს პრეზიდენტმა აღნიშნულ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით არსებულ ყველა კითხვაზე ძალიან დეტალურად ისაუბრა. ამავე პერიოდში ვხედავთ, რომ საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის ფორმირების პროცესი „ევროპული საქართველოსა” და “ქართული ოცნების” მონაწილეობით და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ უმრავლესობის მთავარი გამაერთიანებელი დღეს არის საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ბინძური კამპანიის წარმოება”, - აღნიშნა აბაშიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადების კრიტიკულ შეფასებებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს გიორგი მარგველაშვილის კომენტარიც სურდათ, თუმცა პრეზიდენტმა აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებითი კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

საქმე ეხება ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პირის შეწყალების საკითხს, რომელიც საპატიმრო დაწესებულებიდან შეწყალების კომისიის გადაწყვეტილებით ვადაზე ადრე გათავისუფლდა. აღნიშნული პირის გათავისუფლებას ხელი საქართველოს პრეზიდენტმა მოაწერა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 607
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია