დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მაია ფანჯიკიძე - ყველა ქვეყანამ უნდა დაიცვას საკუთარი ბაზარი, მათ შორის საქართველომაც
ავტორი:
2014/ივლისი/08 13:30:02
ყველა ქვეყანამ უნდა დაიცვას საკუთარი ბაზარი, მათ შორის საქართველომაც, - ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე რუსეთის პრემიერ-მინისტრის, დიმიტრი მედვედევის განცხადებას, რომლის მიხედვითაც რუსეთი თავისი ბაზრის დამცავ ზომებს მიიღებს, თუ უკრაინისა და საქართველოს პარლამენტები ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცრებას მოახდენენ.
ფანჯიკიძის განცხადებით, იმისათვის, რომ საკუთარი ბაზრის დაცვის პირობებში მაინც არსებობდეს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა, არსებობს ხელშეკრულებები.
"არსებობს სწორედ ამ ურთიერთობების სხვადასხვა რეჟიმი, არსებობს კონსულტაციები, რომელიც დავიწყეთ რუსეთის მხარესთან იმისათვის, რომ ეს ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის განვითარდს ისევე კარგად, როგორც დაიწყო დაახლოებით ერთი წლის წინ", -განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
ამასთან, რუსეთი თავისი ბაზრის დამცავ ზომებს მიიღებს, თუ უკრაინისა და საქართველოს პარლამენტები ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცრებას მოახდენენ. ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა ვიცე-პრემიერებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ზომების მოცულობა მიახლოებული იქნება იმ ზომებთან, რომლის მიღებაც მოლდოვასთან მიმართებაშია დაგეგმილი.
"თუ უკრაინასა და საქართველოში მოვლენები იმავე გზით განვითარდება, როგორც მოლდოვაში, ამ ზომების მოცულობა მიახლოებული იქნება იმ ზომებთან, რომლის მიღებაც მოლდოვასთან მიმართებაშია დაგეგმილი, რა თქმა უნდა, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებისა და რუსული ბაზრისთვის შედეგების გათვალისწინებით", - განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.
ამასთან, რუსეთის პირველი ვიცე-პრემიერის იგორ შუვალოვის განცხადებით, შესაძლოა მოლდოვა გაირიცხოს დსთ-ის ქვეყნების თავისუფალი სავაჭრო ზონის შეთანხმებიდან.
საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ხელი 27 ივნისს მოაწერეს. მოლდოვას პარლამენტმა ხელშეკრულების რატიფიცირება გასულ კვირას მოახდინა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 919
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია