დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ვანო მაჭავარიანი - ჰააგის სამიტზეც მიწვევა თავდაპირველად მიხეილ სააკაშვილის სახელზე გამოგზავნეს
ავტორი:
2014/სექტემბერი/17 17:00:02
საგარეო ურთიერთობების საკითხებში პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის ვანო მაჭავარიანის ინფორმაციით, ჰააგის ბირთვული უსაფრთხოების სამიტზეც მიწვევა თავდაპირველად მიხეილ სააკაშვილის სახელზე იყო გამოგზავნილი, თუმცა საგარეო საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყო, რომ სახელმწიფოს მეთაური პრემიერ-მინისტრით ჩანაცვლებულიყო.
როგორც "ინტერპრესნიუსს" მაჭავარიანმა განუცხადა, მაშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ამ ინფორმაციის გაჟღერებისგან თავი შეიკავა.
"ჰააგის ბირთვულ სამიტზე მოწვევა ჯერ კიდევ 2013 წლის 13 მაისს, პრეზიდენტ სააკაშვილის სახელზე იყო მოსული. შესაბამისად, იმის მაგივრად, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს უზრუნველეყო, რომ მსგავსი მოწვევა მოსულიყო უკვე ახალარჩეულ პრეზიდენტ მარგველაშვილის სახელზე (ვინაიდან სამიტის გამართვის დროისთვის საქართველოში პრეზიდენტი შეცვლილი იყო), როგორც მე მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენლებმა და ასევე, ჩვენმა ყოფილმა ელჩმა ნიდერლანდებში დამიდასტურა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყო, რომ არა სახელმწიფოს მეთაური, არამედ მთავრობის მეთაურით იქნებოდა წარმომდგენილი საქართველო ბირთვულ სამიტზე, რაც ჩვენთან შეთანხმების გარეშე გაკეთდა. მაშინ პრეზიდენტმა და ჩვენ ეს თემა არ წამოვწიეთ იმის გამო, რომ არ ყოფილიყო რაიმე გაუგებრობა ზოგადად ამ სამიტთან დაკავშირებით, მაგრამ ეს თავისთავად იყო პირველი არასასიამოვნო ფაქტი, რომლის წინაშეც ჩვენ დავდექით რამდენიმე თვეში მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი მარგველაშვილი იქნა არჩეული", - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც პრემიერ-მინისტრს ბირთვულ სამიტზე დასწრება სურდა, აშშ-ს პრეზიდენტ ბარაქ ობამასთან შეხვედრის შესაძლებლობა იყო.
"ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო ზუსტად ის, რომ ბირთვულ სამიტს დაესწრებოდა პრეზიდენტი ობამა და პრემიერ-მინისტს, საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით, საშუალება მიეცა, რომ მას შეხვედროდა, რადგან მისი ვაშინგტონში ვიზიტის წინ არ იყო დაგეგმილი პრეზიდენტ ობამასთან შეხვედრა. შესაბამისად, პრეზიდენტ ობამასთან, ასე ვთქვათ, ხელის ჩამორთმევის შესაძლებლობა ზუსტად ჰააგაში ვიზიტის ფარგლებში იგეგმებოდა", - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, 2014 წლის მარტში უკვე აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამას მიწვევა უკვე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახელზე, პრემიერის პრესსამსახურმა 2014 წლის მარტში გამოაქვეყნა. 24 მარტს კი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ბირთვული უსაფრთხოების სამიტის გახსნაზე შეხვდა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოიკითხა და ბირთვული უსაფრთხოების სამიტის მუშაობაში წარმატება უსურვა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 804
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია