დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სალომე სამადაშვილი - თუ გინდა საპროტესტო პასუხი გასცე რუსეთს, მეტი უნდა გააკეთო საერთაშორისო პოლიტიკური წნეხის გაზრდის თვალსაზრისით
ავტორი:
2018/მარტი/29 16:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAMAI-2017/samadashvili.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/485711-salome-samadashvili-thu-ginda-saprotesto-pasukhi-gasce-ruseths-meti-unda-gaaketho-saerthashoriso-politikuri-tsnekhis-gazrdis-thvalsazrisith.html", "headline": "სალომე სამადაშვილი - თუ გინდა საპროტესტო პასუხი გასცე რუსეთს, მეტი უნდა გააკეთო საერთაშორისო პოლიტიკ...", "datePublished": "2018-03-29 12:31:28", "dateModified": "2018-03-29 12:31:28", "description": "იმ ქვეყნისთვის, რომელიც არის ოკუპაციის რეჟიმში რუსეთის მხრიდან და გაწყვეტილი აქვს რუსეთთან დიპლომატი...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAMAI-2017/samadashvili.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } იმ ქვეყნისთვის, რომელიც არის ოკუპაციის რეჟიმში რუსეთის მხრიდან და გაწყვეტილი აქვს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები, შვეიცარიის საელჩოდან რუსეთის ინტერესების განმახორციელებელი სექციის გაძევება, ჩემთვის პირადად სასაცილოდ ჟღერს, - ასე აფასებს ”ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი საქართველოს გადაწყვეტილებას რუსი დიპლომატის გაძევებასთან დაკავშირებით. როგორც სამადაშვილმა ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, როდესაც დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს ორ ქვეყანას, თუ გინდა საპროტესტო პასუხი გასცე რუსეთს, რეალურად მეტი უნდა გააკეთო საერთაშორისო პოლიტიკური წნეხის გაზრდის თვალსაზრისით.

”ქმედითი ნაბიჯი საქართველოს მხრიდან იქნებოდა, გამოეყენებინა შანსი, როდესაც პარლამენტი იღებდა რეზოლუციას და შემდგარიყო წარმომადგენლობითი სია იმ პირების, ვინც უნდა შევიდნენ სანქციების რეჟიმში, თუმცა ეს შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლებამ არ გამოიყენა. იმ ქვეყნისთვის, რომელიც არის ოკუპაციის რეჟიმში რუსეთის მხრიდან და გაწყვეტილი აქვს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები, შვეიცარიის საელჩოდან რუსეთის ინტერესების განმახორციელებელი სექციის გაძევება, ჩემთვის პირადად სასაცილოდ ჟღერს. არ ვიცი ეს როგორ ჟღერს მინისტრ ჯანელიძისთვის. როდესაც დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს ორ ქვეყანას, შენ თუ გინდა საპროტესტო პასუხი გასცე რუსეთს, რეალურად მეტი უნდა გააკეთო საერთაშორისო პოლიტიკური წნეხის გაზრდის თვალსაზრისით, ვიდრე დღეს აკეთებს საქართველოს ხელისუფლება. როდესაც უკვე გაწყვეტილი გაქვს ურთიერთობები ქვეყანასთან, დღევანდელი გადაწყვეტილება რა სიგნალია, გაუგებარია”, - განაცხადა სამადაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას სკრიპალის საქმესთან დაკავშირებით ორი რამ უნდა გაეკეთებინა.

”ერთი, საგარეო საქმეთა მინისტრს შეეძლო გაეკეთებინა განცხადება, რომ კარგია, რომ ევროკავშირის ქვეყნები მიხვდნენ თუ როგორი პასუხი უნდა გასცეს რუსეთს. საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები დიდი ხანია რუსეთთან გაწყვეტილი აქვს და რუსეთი უნდა მიხვდეს, რომ მოექცევა საერთაშორისო იზოლაციაში თუ გააგრძელებს მის დღევანდელ პოლიტიკას. მეორე რაც საქართველომ უნდა გააკეთოს, უნდა შეუერთდეს სანქციების რეჟიმს, რომელიც არსებობს უკრაინასთან დაკავშირებით და უნდა მოითხოვოს სანქციების დაწესება იმ ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის, რომელიც რუსეთს აქვს აღებული ჩვენთან მიმართებაში”, - აღნიშნა ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს მიუღებელ პიროვნებად აცხადებს და მოითხოვს მის მიერ საქართველოს დატოვებას 7 დღის ვადაში.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 525
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია