დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მინისტრებმა გიორგი მარგველაშვილის უპირატესობებზე ისაუბრეს
ავტორი:
2013/ოქტომბერი/23 09:30:02
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და მინისტრთა კაბინეტის წევრები ირაკლი ღარიბაშვილი, თეა წულუკიანი, მაია ფანჯიკიძე და კახა კალაძე იმ უპირატესობებზე საუბრობენ, რაც კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდადს კონკურენტებისგან განასხვავებს და რის გამოც ისინი ხმას გიორგი მარგველაშვილს აძლევენ.
უსუფაშვილმა და მთავრობის წევრებმა მარგველაშვილი "რუსთავი 2"-ის ეთერში, გადაცემა "არჩევანში" წარადგინეს.
"ჩვენ ჩვეულებრივი ადამიანები ვართ და თქვენი არჩევანით ვიქეცით მინისტრებად, პარლამენტის წევრებად და თქვენი არჩევანით გიორგი მარგველაშვილი გახდება ამ ქვეყნის პრეზიდენტი. გიორგი მარგველაშვილი იქნება ამ ქვეყნის საუკეთესო პრეზიდენტი. პირველ ტურში მოხდება მისი არჩევა – მეორე ტური ვერ იქნება, ამას მეტყველებს თქვენი მხარდაჭერა", - განაცხადა დავითY უსუფაშვილმა.
შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით კი, გიორგი მარგველაშვილი ძალიან სამართლიანი ადამიანია. "მისი არჩევით ჩვენს ქვეყანაში დავამკვიდრებთ სამართლიანობას. სწორედ ამიტომ მე ვირჩევ გიორგი მარგველაშვილს და დარწმუნებული ვარ, ის იქნება ყველაზე ძლიერი პრეზიდენტი და ყველაზე ძლიერი მთავარსარდალი", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს კი მარგველაშვილში ყველაზე მეტად ჰუმანურობა ხიბლავს. "მე ვირჩევ გიორგი მარგველაშვილს იმიტომ, რომ ის იქნება ჰუმანურობის შემომტანი ქართულ პოლიტიკაში, თანხმობის შემომტანი და ეს იქნება პრეზიდენტი, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად შეცვლის თავის წინამორბედს მშვიდობიანი გზით და ყველაზე გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნების გზით", - განაცხადა წულუკიანმა.
რაც შეეხება საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძეს, მისი თქმით, ევროპისკენ მიმავალ გზაზე ხალხს სწორედ ისეთი პრეზიდენტი სჭირდება, როგორიც მარგველაშვილია. "მე იმიტომ ვირჩევ გიორგი მარგველაშვილს, რომ საქართველომ გააკეთა არჩევანი ევროპისკენ. სწორედ ამ გზაზე - ევროპისკენ გზაზე ჩვენ გვჭირდება ისეთი პრეზიდენტი, როგორიც იქნება გიორგი მარგველაშვილი. რადგან წარმატება უკვე სახეზეა და ის ძალიან მალე გაფორმდება, მინდა, რომ ამ წარმატებას ხელი მოაწეროს საქართველოს ახალმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა", - განმარტა ფანჯიკიძემ.
ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ კი ხაზი მარგველაშვილის პიროვნულ თვისებებს გაუსვა. "მინდა ხაზი გავუსვა გიორგის პიროვნულ თვისებებს, ისაა ძალიან კარგი მეგობარი. საქმეში ბოლომდე გვერდში მდგომი, შეუპოვარი, თანამებრძოლი. დარწმუნებული ვარ ყველა ერთად დიდ გამარჯვებას მოვიპოვებთ. გიორგის გამარჯვება ეს იქნება თითოეული თქვენგანის ოცნებების ასრულება", - აღნიშნა კალაძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1005
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია