დაისვენე კურორტ ახალდაბაში
საქართველოში დიასპორული კვირეული გაიმართება
ავტორი:
2014/ოქტომბერი/02 12:30:02
12 ოქტომბრიდან 18 ოქტომბრამდე საქართველოში დიასპორული კვირეული გაიმართება. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, გელა დუმბაძემ განაცხადა, 13 ოქტომბერს გაიმართება დიასპორულ-ეკონომიკური ფორუმი სასტუმრო "მეტეხში" 2 დამოუკიდებელი კონფერენციის სახით, სადაც დიასპორული ინვესტიციები იქნება განხილული. ასევე, განხილული იქნება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ახალი რეგულაციები.
როგორც სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, ღონისძიებაზე დასასწრებად ჩამოვლენ დიასპორის წარმომადგენლები.
"დიდი იმედი გვაქვს, რომ ღონისძიებაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიღებს მონაწილეობას. უკევ დადასტურებულია ძალიან ბევრი მაღალი რანგის სტუმრის დასწრება ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ევროკავშირიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და ა.შ.", -განაცხადა გელა დუმბაძემ.
მისივე თქმით, კვირეული ფარგლებში გაიმართება დიასპორული მარათონი, რომელიც უკრაინის სოლიდარობის ნიშნად, თბილისში მდებარე უკრაინის საელჩოს ტერიტორიიდან დაიწყება და თავისუფლების მოედანზე დასრულდება.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1017
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია