დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მაია ფანჯიკიძე - ასოცირების ხელმოსაწერად გასამგზავრებელი დელეგაციის შემადგენლობა ჯერ უცნობია
ავტორი:
2014/ივნისი/17 12:30:02
საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ევროკავშირთან ასოცირების ხელმოსაწერად გასამგზავრებელი დელეგაციის შემადგენლობა ჯერ ცნობილი არ არის.
ამის შესახებ მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. ამით მინისტრი გამოეხმაურა კითხვას, ცნობილია თუ არა დელეგაციის ვინაობა და იქნება თუ არა მასში საქართველოს პრეზიდენტი.
"დელეგაციის შემადგენლობა ჯერ ცნობილი არ რის, რადგან თავად ბრიუსელიდან ჯერჯერობით არ არის ზუსტი სცენარი ცნობილი, თუ როგორ, როდის, რამდენი კაცის თანდასწრებით გაიმართება ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, ეს დეტალები ჩვენ ალბათ ამ კვირის განმავლობაში გვეცოდინება", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1135
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია