დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სულხან სალაძე - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში ორ ძირითად პრობლემას გამოვყოფდი - გამჭვირვალობას და განსხვავებული აზრის დევნას
ავტორი:
2018/ივნისი/28 11:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/saladze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/500771-sulkhan-saladze-iusticiis-umaghlesi-sabtcos-saqmianobashi-or-dzirithad-problemas-gamovyofdi-gamtcvirvalobas-da-ganskhvavebuli-azris-devnas.html", "headline": "სულხან სალაძე - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში ორ ძირითად პრობლემას გამოვყოფდი - გამჭვირვალო...", "datePublished": "2018-06-28 07:13:56", "dateModified": "2018-06-28 07:13:56", "description": "იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში გამოვყოფდი ორ ძირითად პრობლემას - გამჭვირვალობას და განსხვა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/saladze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში გამოვყოფდი ორ ძირითად პრობლემას - გამჭვირვალობას და განსხვავებული აზრის დევნას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარემ სულხან სალაძემ საბჭოს საქმიანობის მონიტორინგის შედეგების პრეზენტაციამდე განუცხადა. მისი თქმით, გასხვავებული აზრის დევნა ეხება განსაკუთრებით არამოსამართლე წევრებს.

"ვხედავთ, რომ საბჭოში დღეს უკვე კანონპროექტების დონეზე საუბრობენ თუ როგორ შეიძლება "პრევენცია" მოახდინონ მოსამართლე წევრებმა განსხვავებულ აზრთან მიმართებაში. ეს, რა თქმა უნდა, ხელს არ უწყობს სისტემის გამჭვირვალობას და ღიაობას. ძალიან ბევრი კითხვაა მოსამართლეების უვადოდ დანიშვნასთან, დისციპლინარულ საქმის წარმოებასთან, მედიისთვის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით და ა.შ. ბევრი პრობლემა, რომელზეც ვსაუბრობდით 2017 წელს, წელსაც რჩება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საბჭოს შემადგენლობა. მართალია განახლდა შემადგენლობა, თუმცა როგორ წარიმართა ეს პროცესი, ეს ცალკე განხილვის საგანია. საბჭოში არსებობს გარკვეული ჯგუფი, რომელსაც აქვს გავლენა და კონტროლი სასამართლო ხელისუფლებაზე",- განაცხადა სალაძემ.

მისივე თქმით, ანგარიშში საუბარია რეკომენდაციებზეც, ასევე აუცილებელი რეფორმების გატარებაზე, თუმცა მოლოდინი, რომ ეს რეკომენდაციები შესრულდება, არ აქვს.

"წლებია ვხედავთ პრობლემებს. წლებია ვხედავთ მექანიკურ ჩარევას და არა ქირურგიულს. ამიტომ, დღევანდელი პრეზენტაცია აჩვენებს რამდენად მზად არიან რეფორმებისთვის",- განაცხადა სალაძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 500
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია