დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი სესიაშვილი - ყველა რესურსს გამოვიყენებთ, რომ სარალიძის საქმეზე მართლმსაჯულება შედგეს, დანარჩენ შემთხვევაში, ყველა პოლიტიკურ მოთხოვნას პოლიტიკური პასუხი გაეცემა
ავტორი:
2018/ივნისი/11 17:00:03
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/sesiashvili_f9603.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/497994-irakli-sesiashvili-yvela-resurss-gamoviyenebth-rom-saralidzis-saqmeze-marthlmsajuleba-shedges-danarchen-shemthkhvevashi-yvela-politikur-mothkhovnas-politikuri-pasukhi-gaecema.html", "headline": "ირაკლი სესიაშვილი - ყველა რესურსს გამოვიყენებთ, რომ სარალიძის საქმეზე მართლმსაჯულება შედგეს, დანარჩე...", "datePublished": "2018-06-11 13:06:33", "dateModified": "2018-06-11 13:06:33", "description": "ყველა რესურსს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ სარალიძის საქმეზე მართლმსაჯულება შედგეს, დანარჩენ შემთხვევა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/sesiashvili_f9603.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ყველა რესურსს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ სარალიძის საქმეზე მართლმსაჯულება შედგეს, დანარჩენ შემთხვევაში, ყველა პოლიტიკურ მოთხოვნას პოლიტიკური პასუხი გაეცემა, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, ზაზა სარალიძის მოქმედებების შეფასებას არ მოახდენს, იმიტომ რომ ის არის შვილმკვდარი ადამიანი.
„მისი ემოციები მესმის და ყველა ვართ დაინტერესებული, რომ მომხდარ ტრაგედიასთან მიმართებაში ჭეშმარიტება დადგინდეს. თუმცა, ჩემი მხრივ, ვხედავ, რომ არიან პოლიტიკური ძალები, განსაკუთრებით ეს ეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელსაც აქვს თავისი პოლიტიკური ინტერესები და ცდილობს, ძალისმიერი აზროვნებით მოახდინოს რევანში დღევანდელ ხელისუფლებაზე. ეს ორი ერთმანეთთან რამდენად თავსებადია, საზოგადოებამ გადაწყვიტოს“, - განაცხადა სესიაშვილმა.
რაც შეეხება იმას, რა ფორმით განვითარდება მოვლენები რუსთაველის გამზირზე, სესიაშვილის თქმით, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ყოველთვის დაცული იქნება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 513
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია