დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მსოფლიო საფეხბურთო ვარსკვლავებთან ერთად მატჩში მონაწილეობა კახა კალაძეს შესაძლოა საარჩევნო აგიტაციად და უკანონო შემოწირულობად ჩაეთვალოს
ავტორი:
2017/სექტემბერი/20 09:00:01
{ "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/453186-msoflio-safekhburtho-varskvlavebthan-erthad-matchshi-monatsileoba-kakha-kaladzes-shesadzloa-saarchevno-agitaciad-da-ukanono-shemotsirulobad-chaethvalos.html", "headline": "მსოფლიო საფეხბურთო ვარსკვლავებთან ერთად მატჩში მონაწილეობა კახა კალაძეს შესაძლოა საარჩევნო აგიტაციად და უკანონო შემოწირულობად ჩაეთვალოს", "datePublished": "2017-09-20 05:04:26", "dateModified": "2017-09-20 05:04:26", "description": "მსოფლიო საფეხბურთო ვარსკვლავებთან ერთად დაგეგმილ მატჩში მონაწილეობა კახა კალაძეს შესაძლოა საარჩევნო აგიტაციად და უკანონო ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https://photo.interpressnews.ge/img/image27/d2ddd63cc9bfa8db428aeb77ae1d47ca.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } მსოფლიო საფეხბურთო ვარსკვლავებთან ერთად დაგეგმილ მატჩში მონაწილეობა კახა კალაძეს შესაძლოა საარჩევნო აგიტაციად და უკანონო შემოწირულობად ჩაეთვალოს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საარჩევნო და თვითმმართველობის პროგრამების კოორდინატორმა ირმა პავლიაშვილმა განუცხადა, საქველმოქმედო სფეხბურთო მატჩში, რომელშიც „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატიც მიიღებს მონაწილეობას, შესაძლოა რამდენიმე სახის კანონდარღვევა გამოიკვეთოს.

მისი თქმით, უცხო ქვეყნის მოთამაშეები, რომლებიც ჩამოდიან და ფეხბურთს ითამაშებენ თბილისის მერობის კანდიდატთან ერთად, შესაძლოა ჩაითვალოს, რომ საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობენ. პავლიაშვილის განმარტებით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ აქვს.

„როგორც იცით, წინასაარჩევნო აგიტაცია არის ნებისმიერი საჯარო მოქმედება, რომელიც კანდიდატის არჩევას უწყობს ხელს. შესაბამისად, შესაძლოა, სწორედ განვიხილოთ, რომ ეს მოქმედება არის უკანონო აგიტაცია, რომელშიც უცხო ქვეყნის მოქალაქეები მონაწილეობენ. ეს არის პრობლემა და ამასთან დაკავშირებით ჩვენ, მოსაზრება წინა არჩევნებზეც დავაფიქსირეთ, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქემ და ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილიმა ამგვარად მიიღო მონაწილეობა. ჩვენი კანონმდებლობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ აქვს“, - აღნიშნა ირმა პავლიაშვილმა.

საია-ს საარჩევნო და თვითმმართველობის პროგრამების კოორდინატორის თქმით, მეორე პრობლემა, რომელიც შესაძლოა ამ მოქმედებაში გამოიხატოს, უკანონო შემოწირულობის ფაქტის გამოვლენას ეხება. „პრობლემა, რომელიც შესაძლოა, ამ მოქმედებაში გამოიხატოს, ეს არის უკვე, სავარაუდოდ, უკანონო შემოწირულობა, ვინაიდან საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გარკვეულწილად, ამ ღონისძიებას ახორციელებს და სავარაუდო სარგებელს იღებს ის კანდიდატი, რომელიც ასევე ჩაერთვება. როგორც ვიცით, კახა კალაძემ დაადასტურა, რომ ის მონაწილეობას მიიღებს. შესაბამისად, ეს შესაძლოა, ჩავთვალოთ უკანონო შემოწირულობად. გამომდინარე იქიდან, რომ ფეხბურთის ფედერაცია დაფუძნებულია და ფუნქციონირებს, როგორც „ააიპ“-ი, მას შემოწირულობის განხორცირლება კანონით აკრძალული აქვს. ფედერაციის წესდებაში პირდაპირ არის საუბარი იმაზე, რომ ფედერაცია აპოლიტიკური ორგანიზაციაა და ის პოლიტიკურ და რელიგიურ საკითხებში აუცილებლად ნეიტრალური უნდა იყოს“, - განაცხადა ირმა პავლიაშვილმა.

მისივე თქმით, ამ შემთხვევაში საია ფაქტით დაინტერესებისთვის აუდიტის სამსახურს, საარჩევნო ადმინისტრაციას და უწყებათაშორის კომისიას მიმართავს, რათა შეისწავლონ საკითხი და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღონ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 657
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია