დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნინო ბურჯანაძე აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან მიმართებაში ხელისუფლების უმოქმედობაზე საუბრობს
ავტორი:
2014/სექტემბერი/08 18:30:02
სახეზეა ხელისუფლების აბსოლუტური უმოქმედობა აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან მიმართებაში, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ადგას აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დავიწყების გზას.
"სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლება ადგას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დავიწყების გზას. თუ ჩვენ მივდივართ იმ გზით, რომ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში უნდა იდგეს რუსული სამხედრო ბაზები, ხოლო დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე ჯერ საწვრთნელი, ხოლო შემდეგ სხვა ორგანიზაციის ან სხვა სახელმწიფოს ბაზები, ეს ნიშნავს, რომ ერთიანი საქართველოს ტერიტორიაზე ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ბლოკის ბაზები იქნება განლაგებული. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა ვერასოდეს დაწყნარდება და ჩვენ უნდა დავივიწყოთ კონფლიქტების დარეგულირებაზე საუბარი", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1081
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია