დაისვენე კურორტ ახალდაბაში
საქართველოს ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი ეწვევა
ავტორი:
2018/ივნისი/10 13:00:03
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/karaianchevacvetabulgareti.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/497805-saqarthvelos-bulgarethis-respublikis-erovnuli-asambleis-prezidenti-etsveva.html", "headline": " საქართველოს ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი ეწვევა", "datePublished": "2018-06-10 08:55:10", "dateModified": "2018-06-10 08:55:10", "description": "10-12 ივნისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი, ცვ...", "author": { "@type": "Person", "name": "teko operator" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/karaianchevacvetabulgareti.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } 10-12 ივნისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი, ცვეტა კარაიანჩევა ეწვევა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში პირველ ოფიციალურ შეხვედრას ცვეტა კარაიანჩევა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან გამართავს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრის დასრულების შემდეგ, ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მემორანდუმს მოაწერენ ხელს.

საქართველოს პარლამენტის ცნობით, მემორანდუმის თანახმად, მხარეები საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გასაძლიერებლად, სტრატეგიულ კოორდინაციას მიმართავენ. ასევე, დოკუმენტი ითვალისწინებს მხარეებს შორის საპარლამენტო ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერებას, მათ შორის, რეგულარულ შეხვედრებს ორი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებს შორის, თანამშრომლობის გაღრმავებას საერთაშორისო საპარლამენტთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, აქტიურ კავშირს მეგობრობის ჯგუფებს შორის და თანამშრომლობას საპარლამენტო ორგანოების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებისთვის. მემორანდუმი, ასევე, ითვალისწინებს აპარატის თანამშრომლებს შორის გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას.

მათივე ინფორმაციით, დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი პრესისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.
დაგეგმილია ცვეტა კარაიანჩევას შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორესთან და პირველ ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან.
ვიზიტის ფარგლებში, ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გარდაცვლილ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 537
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია