დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი ღარიბაშვილი მოსახლეობას მოუწოდებს, სამოქალაქო სოლიდარობის ფონდის შევსებაში ჩაერთოს
ავტორი:
2014/ივნისი/09 21:30:02
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოსახლეობას მოუწოდებს, სამოქალაქო სოლიდარობის ფონდის შევსებაში ჩაერთოს.
როგორც ბათუმის ცენტრში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე პრემიერმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზარდა, სახელმწიფოს ჯერჯერობით მაინც არ შეუძლია აბსოლუტურად ყველა პრობლემის გადაჭრა.
მისი თქმით, ბევრ ქვეყანაში, რომლებიც ეკონომიკურად საქართველოზე ძლიერები არიან, ასეთი პრობლემების გადასაჭრელად სამოქალაქო სოლიდარობას მიმართავენ.
"ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით და გარკვეული ნაბიჯებიც გადავდგით უკვე ამ მიმართულებით, შევქმნათ სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი და მოვახდინოთ თანხების მობილიზება ჩვენი მოქალაქეების და განსაკუთრებით ბავშვების უმძიმესი დაავადებების მკურნალობის მთლიანად დასაფინანსებლად. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ სოლიდარული იდეის ირგვლივ და ეს შენატანები ნებაყოფლობით გავაკეთოთ. ჩვენ არავის არაფერს ვავალდებულებთ. ეს იქნება ნებაყოფლობითი შენატანი, როდესაც ამ იდეას საქმედ ვაქცევთ, ჩვენ აღარ დაგვეღუპებიან ბავშვები უმძიმესი დაავადებებით", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ამ ეტაპისთვის უკვე შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფიც, რომელიც ძალიან მალე სამოქმედო გეგმას წარადგენს და განსაზღვრავს ფონდის ფუნქციონირების მოქნილ სისტემას.
"რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ფონდი იქნება სრულიად გამჭვირვალე და საზოგადოებასთან ანგარიშგების პრინციპზე დაფუძნებული. ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, გამოიჩინონ სოლიდარობა და მონაწილეობა მიიღონ ფონდის შევსებაში. დარწმუნებული ვარ, ეს საზოგადოებას და საბოლოოდ სახელმწიფოს უფრო ცივილიზებულსა და ჰუმანურს გახდის", - მიაჩნია ირაკლი ღარიბაშვილს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1103
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია