დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მანანა კობახიძე - ეკლესიაც ტოლერანტულობას ქადაგებს
ავტორი:
2014/აპრილი/28 19:00:01
აბსოლუტურად გასაგებია ის წუხილი, რასაც პატრიარქი გამოთქვამს ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტთან დაკავშირებით, თუმცა, მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებით არ ხდება რამე ახალი უფლებების მინიჭება ადამიანებისთვის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცესპიკერმა მანანა კობახიძემ განუცხადა.
მისი თქმით, კანონი შესაძლებლობას მისცეს საზოგადოებას, უფრო ტოლერანტული იყოს, რასაც თავისთავად ეკლესიაც ქადაგებს. "აქ არ შეიძლება საუბარი იყოს რაიმეს პროპაგანდასა და წახალისებაზე, რადგან ეს არის კანონი იმის შესახებ, რომ არ იყოს ამ ქვეყანაში ადამიანის ჩაგვრა და ადამიანებზე ძალადობა იმის გამო, რომ ისინი არიან განსხვავებულები. ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ ქვეყანას და გვსურს დავდგეთ ისეთი ქვეყნების გვერდით, სადაც ადამიანებს არ ჩაგრავენ თავიანთი განსხვავებულობის გამო. ეს კანონი აუცილებლად უნდა მივიღოთ, რადგან საზოგადოება მეტად ტოლერანტული იყოს. ამას ამბობს ეკლესიაც, ამიტომ ჩვენ რამე განსხვავებულს არ ვთავაზობთ საზოგადოებას. სავარაუდოდ, პარლამენტი მიიღებს ამ კანონს იმ ფორმით, რაც მეორე მოსმენით იქნება შემოთავაზებული", - აღნიშნა მანანა კობახიძემ.
დღეს პატრიარქის განცხადება გავრცელდა, სადაც ის პარლამენტს სთხოვს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონპროექტის განხილვა გადაიდოს.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1110
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია