დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მიხეილ ჯანელიძე ვესტმინსტერის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა მიმართულების სტუდენტებს შეხვდა
ავტორი:
2018/ივნისი/08 20:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/janelidze_05bc9.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/497627-mikheil-janelidze-vestminsteris-universitetis-saerthashoriso-urthierthobatha-mimarthulebis-studentebs-shekhvda.html", "headline": " მიხეილ ჯანელიძე ვესტმინსტერის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა მიმართულების სტუდენტებს შეხვდ...", "datePublished": "2018-06-08 16:27:15", "dateModified": "2018-06-08 16:27:15", "description": "საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ვესტმინსტერის უნივერსიტეტის ს...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/janelidze_05bc9.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ვესტმინსტერის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა მიმართულების სტუდენტებთან შეხვედრა გამართა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქარათველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მიხეილ ჯანელიძემ საქართველოს მიღწევებსა და საგარეო პრიორიტეტებზე, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესებზე, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და რეგიონში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველო-ნატოს თანამშრომლობაზე, რომელიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ემსახურება. მან ასევე ვრცლად განიხილა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავრობის საბოლოო მიზანს ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობა წარმოადგენს.
მიხეილ ჯანელიძე სტუდენტებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი რთული ვითარებისა და არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული ძალისხმევის შესახებაც ესაუბრა.
სტუდენტები საქართველოს 6-8 ივნისს ეწვივნენ. აღნიშნული ვიზიტი საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის საქართველოს უნივერსიტეტის მოწვევითა და ვესტმინსტერის უნივერსიტეტთან არსებული დემოკრატიული განათლების კლუბის ორგანიზებით გაიმართა. ვიზიტის მიზანი საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და ეკონომიკის ძირითადი მიმართულებების გაცნობაა.
აღსანიშნავია, რომ ვესტმინსტერის უნივერსიტეტს საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობები აქვს. იქ ყოველწლიურად იმართება კონფერენცია-სემინარი საქართველოს შესახებ (Georgian Studies Day). წელს ეს ღონისძიება პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავის ფარგლებში ჩატარდება.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 475
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია